• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთიანი ლიდერის გამოკვეთა

ალია ავტორი - ალია
15:29 02-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – გელა კვაჭანტირაძემ ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების თაობაზე და მასთან დაკავშირებული პოლემიკა ხელისუფლებამ ისეთ სიბრტყეში გადაიყვანა, რომ შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს დავა უკვე რაღაც გაუგებარ კაზუისტიკად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო კანონპროექტზე ეუთო/ოდირის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ კანონპროექტის მიღება შესაძლებელია ორგანულ კანონში ცვლილების შეტანით პარლამენტართა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხელისუფლება ცდილობს ეს საკითხი მაინც სადავოდ აქციოს და აშკარად არაკონსტრუქციულ, ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.

როგორც სჩანს, არც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და არც ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტის შესახებ, საკმარის გავლენას ვერ ახდენს ივანიშვილის ხისტ პოზიციაზე.

ხელისუფლების „სიჯიუტის“ და არაადეკვატურობის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მისი მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და რადგან სამართლიანი დემოკრატიული არჩევნებით ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ როგორც სჩანს ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი გზა, მათ შორის – დაპირებულ სამართლიან საარჩევნო სისტემის მიღებაზე საბოლოოდ უარის თქმა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ძალადობა, შერჩევითი სამართლი, ამომრჩეველთა მოსყიდვის სხვადასხვა ფორმები, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი მოწოდებების სრული უგულებელყოფა და ა.შ.

რადგან ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ავანტურაში ასე შორს წავიდა, ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პროპორციული საარჩევნო კანონის მოთხოვნა უკვე სრულიად არასაკმარისია. ალბათ უკვე დროა ოპოზიციამ ბევრად უფრო ფართოდ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ამოცანები; ფართო საზოგადოებისთვის უფრო ნათლად და გასაგებად გამოკვეთოს საკუთარი მიზნები და დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა უმძიმეს პრობლემებთან და მათ გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, ოპოზიციის გამარჯვებისთვის ასევე აუცილებელია ერთიანი ლიდერის (ან ლიდერთა ჯგუფის) მკაფიოდ გამოკვეთა, რადგან ელექტორატისთვის ძალიან რთულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სრულად განცდა და ბრძოლაში შესვლა დომინანტ ლიდერთა პერსონიფიცირების გარეშე. ეკლექტური ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო რა თქმა უნდა ვერ იქნება პროცესების მართვის და ბოლომდე მიყვანის მუდმივი ინსტრუმენტი. ამ ერთობამ თავისი პოზიტიური როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მომდევნო, უფრო აქტიურ ეტაპზე ალბათ ბუნებრივად მოხდება მისი ფრაგმენტაცია ელექტორატის ინტერესთა სპექტრის სეგმენტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე. თუ ოპოზიციაში სათანადო მზაობა იქნება, ამ ეტაპზე ალბათ შესაძლებელი გახდება ლიდერთა მთავარი ჯგუფის გამოკვეთა, რომელმაც უნდა იტვირთოს პროცესის ძირითადი სიმძიმე და პასუხისმგებლობა. ვფიქრობ აუცილებელი იქნება, რომ ოპოზიციამ გონივრულად გადალახოს ეს ეტაპი ისე, რომ საერთო სტრატეგიისთვის, პარალელურ რეჟიმში, შეინარჩუნოს საერთო ოპოზიციური კოორდინაციაც.

საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნათლად აუხსნას საზოგადოებას, რომ თუ ხელისუფლება სხვადასხვა მანიპულაციებით მოახერხებს დროის მოგებას და დაასრულებს ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის განვითარების ისტორიული პერსპექტივის დაკარგვა, რაც ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიულ ჭაობში გარდაუვალ დაბრუნებას გვიქადის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ჩამოაყალიბოს და საზოგადოებას ასევე შესთავაზოს კონკრეტული „პოზიტიური დღის წესრიგი“ – ანუ იმის ნათელი, დამაჯერებელი სურათი, თუ რას მიიღებს ქვეყანა და საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved