• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გეგმავს თუ არა ვაშაძე პარლამენტში შესვლას და ტოვებს თუ არა ენმ-ს სამადაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:56 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

„არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, ბატონი ვაშაძე გეგმავს პარლამენტში შესვლას, მან ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა, რომ არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება.

მე არ ვაპირებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, მაგრამ ამავე დროს, ცხადია, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე მოქმედების, რადგან პარლამენტის ბოიკოტი არ არის გრძელვადიანი მოქმედების სტრატეგია, ეს სტრატეგია პარტიების შესაბამისად უნდა შეიმუშავო. ვფიქრობ, ყველა პარტიას საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ აქვს ის გამოწვევა, რომ უნდა იმსჯელოს სამომავლო გეგმებზე, ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მდგარი გამოწვევა, ყველა პარტიას სჭირდება მსჯელობა სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, თუ რით დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. მინდა, დავადასტურო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. გრიგოლ ვაშაძის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ და ზოგადად, ამ პროცესების შედეგად ვფქრობ, პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში საჭიროებს მოქმედ სტრატეგიას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა.

მე არ მგონია, რომ სწორი იქნება ვინმეს მხრიდან, ჩემი ან სხვა რომელიმე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლის მხრიდან, რომ ისაუბროს გრიგოლ ვაშაძის სახელით. უკეთესია მან თავად გააკეთოს განმარტება, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სხვა პარტიის წევრი დღეს განიხილავს პარტიის დატოვების შესაძლებლობას, ეს არის ბატონი ვაშაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“

თეგები: გრიგოლ ვაშაძესალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved