• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავხედო მთავართამამო, გიფიქრია იმათ შვილებზე, ვისაც ფეკალიებით აბინძურებ? – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:17 12-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ყველამ იცის, რომ ჩემთვის ბავშვები წმინდათა წმინდაა!

არასოდეს მიხსენებია აუგად არავის შვილი თუ ოჯახის სხვა წევრი და ახალგაზრდა კოლეგებისთვისაც არაერთხელ მითქვამს, – ოჯახი ხელშეუხებელია!

ჰოდა, თავხედო მთავართამამო, ახლა შენი შვილები რომ არიან, იმ ასაკში იყვნენ იმ პოლიტიკოსების შვილები, სამშობლოს ღალატში რომ ადანაშაულებდი შენ პირადად და ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე” მიუძღვენი!

ჰკითხე შალვა ნათელაშვილს, – სად იმალებოდნენ და ვინ მალავდა მის შეშინებულ ცოლ-შვილს!

ჰკითხე კობა დავითაშვილის შვილებს, – რა დაემართათ, როცა უმოწყალოდ ნაცემი მამა ნახეს!

ჰკითხე სულხან მოლაშვილის შვილებს, – რა მდგომარეობაში იყვნენ, როცა მათ მამას სასტიკად აწამებდნენ ციხეში!

ჰკითხე გიორგი გამცემლიძის შვილებს, – რა დაემართათ, როცა მამის ცხედარი მიუსვენეს!

ჰკითხე კონსტანტინე გამსახურდიას შვილებს, – როგორ განიცდიდნენ, როცა მათ მამას სამშობლოს ღალატს აბრალებდით!

და კიდევ რამდენი ასეთი!..

შენი შვილები რა შუაში არიან, მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ გიფიქრია იმათ მცირეწლოვან შვილებზე, ვისაც შენი პირიდან და შენი არხიდან გადმოღვრილი ფეკალიებით ყოველდღე აბინძურებ?

რაო, ისინი არ არიან შვილები?!

სხვისი შვილები არიან და არაუშავს?!

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგად შევიდეს შენს ბოროტებით დაბინდულ გონებაში:

შენი შვილები ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს და არ დაგავიწყდეს, რომ შვილები სხვებსაც ჰყავთ!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved