• რეკლამა
  • კონტაქტი
04:57, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

ალია ავტორი - ალია
10:22 12-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომიტეტების სხდომებზე ასევე იქნება განხილული კომიტეტების დებულებები.

„14 და 15 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები. 15-ივე კომიტეტში ჩატარდება სხდომა. განხილული იქნება ამ კომიტეტების დებულებები და აგრეთვე, არჩეულნი იქნებიან თავმჯდომარეების მოადგილეები, პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. აგრეთვე, რა თქმა უნდა, დატოვებულია მოადგილის კვოტით გამოყოფილი ადგილი ოპოზიციისთვის. ძირითადად, ეს ორი დღე მოხმარდება იმას, რომ მოხდეს დებულების შემუშავება და მოადგილეების არჩევა, რათა კომიტეტებმა შეძლონ მუშაობის სრულყოფილად გაგრძელება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო. დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, სარჯველაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში გააკეთებს განაცხადს პრემიერ-მინისტრისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე პრემიერ-მინისტრი იხსნის უფლებამოსილებას და ორი კვირის ვადაში უნდა შემოვიდეს ახალი მთავრობის ფორმირებაზე განაცხადი. ამ განაცხადის გაკეთების უფლება კონსტიტუციურად აქვს ყველაზე მეტი ხმის მქონე პოლიტიკურ პარტიას და ფრაქციას. „ქართული ოცნება“ მომავალ კვირაში გააკეთებს განაცხადს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ. ბიუჯეტი უკვე შემოსულია პარლამენტში და დეკემბრის განმავლობაში მოხდება ბიუჯეტის გარშემო მუშაობა, როგორც კი კომიტეტები თავის სამუშაო მდგომარეობაში მოვლენ, ამ ორი დღის განმავლობაში გააგრძელებენ ბიუჯეტის შესწავლას და ბიუჯეტის განხილვას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved