• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმაა და ყველა პუნქტზე – ოპოზიციას არ უნდა პოლიტპატიმრების გამოსვლა – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:32 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ელჩების შუამავლობით გამართულ ბოლო შეხვედრაზე გამოთქვა მზადყოფნას ოპოზიციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა თავად ოპოზიციის ნაწილი, შეგნებულად ცდილობს ამ მოლაპარაკებების ჩაშლას.

ელისაშვილის თქმით, მმართველი გუნდი თანხმობას აცხადებს რიგგარეშე არჩევნებზე, თუ ხმები გადაითვლება და თანაც ფორმით, რომელსაც ოპოზიცია ენდობა.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მოთხოვნების 99%-ზე, რაც ჩვენ საარჩევნო წესებთან და კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით მივიტანეთ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ვეთანხმებიო.

ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ დასტურს გაძლევთ ყველა პუნქტზეო, არჩევნებთან დაკავშირებითო.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, თუ გვინდა, რომ ეს ხალხი მართლა გამოვიდეს, პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან სერიოზული მჯელობა იყო, მაგრამ ზოგს მართლა ჩაშლა უნდა ამ მოლაპარაკებების და არ სურთ არც პოლიტპატიმრები გამოსვლა, ეს მათ სინდისზე იყოს…

მოკლედ, ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ რომ 1 პროცენტი მაინც გაყალბდაო. აი, ხომ ხართ მაგარი ბიჭები, ხომ ამბობთ, რომ გაყალბდაო, დაგვიდასტურეთ, რა გიშლით ხელსო.

ჩვენ ვუთხარით, ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლით, რადგან იქ სუსმა გადათვალა, გადაასწორა და გადააფერადი ყველაფერითქო. კი ბატონო, თქვენ ცესკოს თუ არ ენდობით, რასაც ენდობით ის მოიტანეთ. გულზე ხელი დავიდოთ – ამაზე მეტი რა უნდა თქვან.

ანუ წარმოიდგინეთ ოპოზიცია, რასაც ითხოვდა, ოთხივე საკითხზე თანახმაა და რა ხდება ახლა? ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოვაწერთო.

ბოკერიას პარტია, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია და მავნებელი, ბნელი საქართველოა სინამდვილეში, როგორც ოპოზიციის შიგნით, ისე ელჩებთან შეხვედრებზე ცდილობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, ეს ხდებოდა პირველივე დღიდან. იძახდა – არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა”

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved