• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზას და რუსეთის პროვოცირებაზე არ უნდა ვინერვიულოთ – ბენ ჰოჯესი

ალია ავტორი - ალია
15:08 12-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესის საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში თქვა:

„ვისურვებდი, რომ საქართველომ მიიწვიოს აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა მათ საქართველოში ინფრასტრუქტურა განათავსონ. არ მაქვს საუბარი დიდ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საჰაერო ოპერაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თვითმფრინავების საწვავით გამართვა, ასევე, სახმელეთო ძალებისთვის ამუნიციისა და სხვა საჭირო რესურსების მარაგის საწყობი. ვგულისხმობ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კრიზისის დროს, ან წვრთნებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო ანაკლიის პორტს ააშენებს, ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ამერიკის ფლოტის ხომალდები საქართველოში ვიზიტს უფრო ხშირად შეძლებენ. სწორედ ამას ვგულისხმობ ინფრასტრუქტურაში. მე არ ვსაუბრობ სამხედრო ძალების მუდმივ განთავსებაზე, როტაციული ძალებს ვგულისხმობ. ეს წაახალისებდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს, უფრო ხშირად ჩავიდნენ საქართველოში.

ასევე, ვისურვებდი, რომ თუ ამის ნებართვას საქართველო გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას. ასეთი ბაზის საქართველოში გახსნა შეიძლება, იყოს სასარგებლო. მთავარი კი მიზანია, რომ აშშ-მა და ნატო-მ შავ ზღვაში ინიციატივა ხელში ჩაიგდონ და მუდმივად მხოლოდ კრემლის საპასუხოდ არ მოქმედებდნენ. პირიქით, კრემლს უნდა ვაიძულოთ რეაგირება ჩვენს ნაბიჯებზე. ეს არ არის პროვოკაციული ქმედება. რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება. რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში იმ პერიოდში შეიჭრა, როდესაც რუსეთის მიმართ ჩვენი მიდგომა ყველაზე რბილი იყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ გერმანიიდან ყველა ტანკი გავიყვანეთ. ამიტომ, რუსეთის პროვოცირებაზე არ უნდა ვინერვიულოთ“

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ეს გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად გააკეთოს.

„გერმანია არის აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და ამავდროულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს კრემლის ქცევაზე. აშშ-მა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გერმანიის მთავრობასთან, რათა კრემლზე ზეწოლა შენარჩუნებული იყოს. ჩვენ ასევე უნდა წავახალისოთ საფრანგეთი, რათა პარიზმა ასევე გააგრძელოს ზეწოლა კრემლზე. მაგრამ ყველაფერი მაინც აშშ-ზეა დამოკიდებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მკაფიო არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გააფართოვა აშშ-ის წარმომადგენლობა გერმანიაში და ზოგადად, ევროპაში, მას რეალურად არასდროს დაუგმია კრემლი. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომ მოახდინონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა კრემლი პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო კანონმდებლობას და სუვერენულ საზღვრებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა. რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ, როდესაც ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს. თუ აშშ, გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხზე ერთად იმუშავებენ, შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება“

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved