• რეკლამა
  • კონტაქტი
12:50, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ტელევიზიების დავალიანებაზე: ვალი არავის უნდა დაუგროვდეს

ალია ავტორი - ალია
15:39 02-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ვალი არავის უნდა დაუგროვდეს – ეს პირობა დაცული უნდა იყოს” , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, ტელეკოპანიების დავალიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, მინისტრის თქმით, შეთანხმების პროცესი გაიწელა, ვინაიდან ტელეკომპანიებისტვის რთული იყო იმ ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ითხოვდა. ტელეკომპანიების მიერ შეთავაზებული ვადები კი, უწყებისთვის იყო მიუღებელი.

მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, პარლამენტში ის უახლოეს პერიოდში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება და ტელეკომპანიებთან შეთანხმების ზუსტ პირობებს იქ გააჟღერებს.

“ჩვენ მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული ვალი გადაიხადონ და სამომავლოდ არ ხდებოდეს ამ ვალდების დაგროვება. მეორე ნაწილი, იყო თუ რას ვუშვებოდით ძველ ვალებს. ძველ ვალებზე გაიწელა შეთანხმების პროცესი, იმიტომ, რომ მართლა უჭირდათ და ძნელი იყო მათთვის იმ ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, თუმცა ასევე იმათი შემოთავაზებული ვადებიც საკმაოდ გრძელი გვეჩვენება ჩვენ. შემოთავაზებული იყო სხვადსახვა ვადები, მათ შორის 10-მა წელმაც გაიჟღერა. მე პარლამენტში მინისტრის საათი მაქვს, რა დროსაც უკვე მეცოდინება შეთანხმების ზუსტი პირობები და იქ გავაჟღერებ. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მაგრამ, ამავდოულად ის პირობა, რომ ვალი არავის არ უნდა დაუგროვდეს და ეს არ უნდა გენერირდებოდეს, რა საკვირველია ეს პირობა დაცული უნდა იყოს. ფისკალურად ძალიან მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი. ანუ ჩვენ რომ ვნახოთ 2020 წელში რა თანხას ველოდებით, აქედან იმ პირობებში, რომ ყველა კეთილსინდისიერად გადაიხდის, იქნება ძალიან შთამბეჭდავი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved