• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“კონსენსუსს მოველოდით და თავზე დაიმხეს ქვეყანა, ყველა კუთხე-კუნჭულში დესტაბილიზაცია შემოიტანეს”

ალია ავტორი - ალია
13:53 02-06-2020
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, ეუთო-ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნამ მმართველ პარტიაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოდირის დასკვნა იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიცია უნიათოა და ,,ტყუილსაც ვეღარ ამბობენ“.

მისი თქმით, „ტაიმერი” ჩართულია და დღეს „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო“.

ანრი ოხანაშვილი:

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს და ის, რომ მთელი მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებდნენ და ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ, იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება, სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან „გერმანული მოდელი“ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ასევე პარადოქსია ისიც, რომ საზოგადოებას ეუბნებოდნენ თითქოს „გერმანული მოდელი“ გააგზავნეს, რეალურად დამახინჯებული „გერმანული მოდელი“ გააგზავნეს, ავღანური საარჩევნო სისტემის ელემენტებით გაჯერებული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მდინარაძის განცხადებით, პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დასკვნის შესახებ მოტყუებას აპირებდნენ.

მამუკა მდინარაძე:

„შემდეგ გაიშალნენ ეთერებში და ასეც მოიქცნენ, დაიწყეს სპეკულირება, თითქოს არსად წერია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რაც ბუნებრივია, არც ეწერება. ეუთო/ოდირმა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული – სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა.

თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით კი, ოპოზიციის ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემა, რომელსაც ოპოზიცია მხარს უჭერდა „ძალიან დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საშიშია“.

გია ვოლსკი:

„ეს არის მთავარი თემა, რასაც ხაზს უსვამს ეუთო/ოდირის დასკვნა. აქ ნებისმიერი მანიპულაცია, ნებისმიერი სპეკულაცია არის ძალიან შორი. ჩვენი შეხვედრები, როგორც ადრე არაერთხელ აღვნიშნე, არის გამიზნული, რათა როგორმე ლოგიკა ვიპოვოთ იმაში, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა. რასაკვირველია, ოდირი აძლევს ყველას რეკომენდაციას, რომ არანაირი ცვლილება, რომელიც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას, არ განხორციელდეს.

ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა, ვინაიდან ქვეყნის სტაბილურობაზეა საუბარი და ამასთან დაკავშირებით არის ეს რეკომენდაციაც შემუშავებული. ჩვენ თუ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, გვინდა საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, თუნდაც ოპოზიციურ მხარეს დავანახოთ, რა გვინდა რეალურად. როდესაც შევთავაზეთ მათ პროპორციული არჩევნების სისტემა, სავსებით გულწრფელად, რაღაც კონსენსუსს მოველოდით და არა იმას, რომ თავზე დაიმხეს ქვეყანა, პრაქტიკულად აღარ დატოვეს არც ერთი კუთხე-კუნჭული, სადაც დესტაბილიზაცია არ შემოიტანეს. აქედან გამომდინარე, რეალურად შეიქმნა საფრთხე, რომ ეს სისტემა, რომელსაც ესოდენ მხარს უჭერს ოპოზიციური მხარე, არის მათ ხელში ძალიან დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საშიში.

ამაზე კიდევ ერთი მითითება არის ეუთო/ოდირის დასკვნაში. სამართლებრივ სფეროში ვინც მუშაობს და კონსტიტუციონალისტებისათვის იქ შეკითხვა არ არსებობს, შეესაბამება თუ არა პროპორციული სისტემა არსებულ კონსტიტუციას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მთავარი, მთავარი რეკომენდაცია არის, რომ წარმომადგენლობითობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის უმრავლესობისა და სტაბილური მთავრობის შექმნის გარანტიით. აი, ეს გარანტია არ არის იმ წინადადებებში, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ“

წყარო: – 2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved