• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაციენტებს ხედი არ მოსწონთ” – მინისტრო, ეს გარდაცვლილიც ხედს ითხოვდა და იმიტომ არ გადაიყვანეთ კლინიკაში 3 დღე?

ალია ავტორი - ალია
19:34 11-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთ საავადმყოფოში სურთ მოხვედრა.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სხვადასხვა მოთხოვნები უჩნდებათ. მაგალითად, არ მოსწონთ ხედი.

„ძალიან ხშირად მოგვმართავენ პაციენტები… რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ „როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მაშინ მიგვიღეს საავდმყოფოში“. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. იქ, ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა. მაგალითად, არის ორ ან სამი ოჯახის წევრი და აუცილებლად უნდათ კონკრეტულ რომელიმე საავადმყოფოში მოხვედრა. არის ხშირი შემთხვევები, რომ ვიღაცას ხედი მოსწონს და სხვა არა… შესაბამისად, ხედიც შესარჩევია.

არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება და პრობლემას არ გავურბივარ. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალში ისეთი პაციენტები გვყავს, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან.

“ალია” შეგახსენებთ, 2 დღის წინ მომხდარ ამბავს, მამაკაცი, რომელიც 3 დღე ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას, სახლში გარდაიცვალა, მისი შვილიშვილი კი წერდა:

„3 დღის ხვეწნისა და მუდარის შემდეგ რომ ბაბუ გადაეყვანათ საავადმყოფოში,რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა არ გადაიყვანეს რადგან კოვიდის ტესტის პასუხს ველოდებოდით.

გუშინ კიდევ ერთხელ ვითხოვე გადაყვანა, მაგრამ მითხრეს, რომ არავინ მიგვიღებდა ტესტის პასუხის გარეშე. ვუთხარი რომ ხვალამდე ეს ადამიანი ვეღარ იცოცხლებდა. და აი დღევანდელი დღეც, ბაბუ აღარაა ცოცხალი და დღეს რომ კოვიდის ტესტის პასუხი იქნება, რაში მჭირდება?!“

ქალბატონო მინისტრო, ამ პაციენტსაც ხედი არ მოეწონა და იმიტომ ვერ გადაიყვანეთ?

ქალბატონო მინისტრი, უამრავი ხანდაზმული ადამიანის დასახელება შეგვიძლია, ვინც გამოჯანმრთელდა, გუშინ 101 წლის ქუთაისელმა ქალბატონმა დაამარცხა კორონავირუსი, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდიდან, უმძიმესმა პაციენტმა, რომელსაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, დიალიზზეა – დაამარცხა ვირუსი მას შემდეგ, რაც უამრავმა ადამიანმა მოვითხოვეთ მისი გადაყვანა კლინიკაში!

ასე რომ არც ხედია არაფერ შუაში და არც ქრონიკული დაავადებები, მენეჯმენტია პრობლემა და არაერთი ექიმი წერს, რა უნდა გაგეკეთებიათ და არ გააკეთეთ, რას უნდა აკეთებდეთ და არ აკეთებთ!

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved