• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა – “ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია”

ალია ავტორი - ალია
14:57 11-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს 22 წელი შეუსრულდებოდა – პანკისელი ახალგაზრდის საქმე, რომელიც სამი წლის წინ საკუთარ საძინებელში, ლოგინში ჩაცხრილეს, დღემდე ბურუსითაა მოცული.

თემირლანის ოჯახს დღემდე არც ერთ კითხვაზე მიუღია პასუხი სახელმწიფოსგან. 19 წლის ბიჭს ტერორიზმთან კავშირში სდებდნენ ბრალს, თუმცა საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღემდე იბრძვის სიმართლის დასადგენად.

პარალელურად, მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მოკლული ბიჭის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.

EMC-ის იურისტის განცხადებით, ხელისუფლებას მყარი მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში ამ დრომდე არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც – სახელისუფლებო გუნდის წევრები მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნების დემორალიზაციასა და საქმის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციად გასაღებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, მათ შორის სიცოცხლის უფლება დაირღვა. თავის მხრივ, სახელმწიფო, თავის გამართლების მიზნით, მაჩალიკაშვილს აჰმედ ჩატაევთან და მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს და აღნიშნულ სპეცოპერაციას ამ მიზეზს უკავშირებს. სუს-ის განცხადებით, ლოგინში მწოლიარე და მძინარე თემირლანი იყო შეიარაღებული და ხელყუმბარა ეჭირა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა. თუმცა ვერც ეს ვერსია დასტურდება ფაქტებით.

მომხდარის შემდეგ პროკურაქტურამ საქმე სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით აღძრა, თუმცა საქმე მალევე დაიხურა და დანაშაულის ჩადენისთვის სამაგმოძიებო უწყებას არავინ დაუკავებია.

თეგები: მალხაზ მაჩალიკაშვილიმაჩალიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved