• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყალბდება თუ არა კოვიდსტატისტიკა და როგორ განისაზღვრება სიკვდილის უშულო მიზეზი? – “ამდენი უსინდისო ექიმის პოვნა არარეალურია”

ალია ავტორი - ალია
15:11 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქართულ სოციალურ სივრცეში წარმოუდგენელ მითებს ვაწყდები. განსაკუთრებით დამაზიანებელია ეფექტი, როცა ასეთი მითები ეგრეთ წოდებული “ინფლუენსერების” მიერ ვრცელდება.

ერთ-ერთი ასეთი მითია კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის სტატისტიკის ხელოვნურად შექმნის თეორიები. მითოლოგიური თეორიების ავტორები ამტკიცებენ, თითქოს სხვა მიზეზებით გარდაცვალებისას სიკვდილის მიზეზად კოვიდს უთითებენ და სტატისტიკაც ასე იქმნება. ამტკიცებენ, კი არ ამბობენ, ან ეჭვებს გამოთქვამენ…

როგორც წესი, უმეტესად, ისინი არაექიმები არიან, მათემატიკაც ნაკლებადაა მათი ძლიერი მხარე. სტატისტიკა კი მათემატიკის გარეშე რთულად გასაზრებელია. ზოგერ შუბლის ძარღვის არქონა მათემატიკურ უნარებს აჭარბებს და მითებიც ასე იქმნება ხოლმე…

რა ხდება სინამდვილეში…

კოვიდ-19-ით გარდაცვალება სამწუხაროდ ყველაზე ხშირი, ასაკოვან რისკ ჯგუფებშია. რისკ ჯგუფისთვის პაციენტის მიკუთვნება ხდება ასაკის, თანდართული დაავადებების მიხედვით. ცხადია რაც მეტია ასეთი დაავადება მით მეტია გართულებების რისკი. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. რეცეპტორები რომლებსაც კორონავირუსი ემაგრება გაბნეულია მთელს ორგანიზმში. ის ასევე იწვევს სისხლძარღვების შიდა შრის, ეგრეთწოდებული ენდოთელიუმის ანთებას. არც ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემაა ხშირად მისი მეგობარი კოვიდ-19-ით ავადობისას და თვითონვე აზიანებს ორგანოებს სხვა და სხვა მექანიზმებით. კოვიდი ასევე გამორჩეულად პროთრომბოტული დაავადებაა. ახასიათებს მიკროთრომბოზები სხვა და სხვა ორგანოებში მიმობნეულ სისხძარღვებში. შესაბამისად, რთული ფორმების დროს ამ ორგანოებში მიმდინარე პროცესები იწვევენ მათი ფუნქციის მოშლას.

თუ ადამიანს დაავადების მომენტში ისედაც აქვს ამა თუ იმ სისტემის ან ორგანოს ადექვატურად ფუნქციონირების პრობლემა, კომპენსატორული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ დამატებითი დაზიანებით გამოწვეული აშლილობების დაბალანსებას. ეს კი იწვევს უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

ამ დროს კოვიდ-19-თან ერთად პაციენტს უწევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებებთან ბრძოლა. სამწუხაროდ, ექიმს კარიერის მანძილზე არც ისე იშვიათად უწევს სიკვიდილის ეპიკრიზის დაწერა. არ ვიცი საქართველოში რამდენად არის შესაძლებლობა ისტორია გააყალბო და ფაქტებით მანიპულაციას ეცადო (ეტყობა ამ მითების ავტორებს გამოსდით მანიპულირება თავიანთ პროფესიებში და ამითომ ადვილად იჯერებენ ასეთი შესაძლებლობის სხვაგან არსებობასაც), თუმცა, ამერიკაში ძნელად წარმომიდგენია იპოვო ექიმი, რომელიც ამხელა რისკზე წავა. უმეტეს შემთხვევაში ელოდები, რომ ოჯახი პათოლოგანატომიურ კვლევასაც მოითხოვს და თუ რამე გააყალბე ან შეგეშალა, ექიმის საქციელს პასუხი მალევე ფაქტებით გაეცემა.

მოკლედ, წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ უცებ ყველა ექიმი ერთიანად, უსინდისო, ავანტიურისტი და იმდენად გულადი აღმოჩნდა რომ გადაწყვიტა სტატისტიკა კოვიდ-19-ს სასარგებლოდ გაეყალბებინა. სიკვდილის ეპიკრიზის ტექნიკური მხარე რომ წარმოიდგინოთ… ავსებ უამრავ გრაფას, რომელიც აღრიცხავს პაციენტის კლინიკურ, ლაბორატორიულ, თუ სხვა კვლევით ისტორიას შემოსვლის მომენტიდან ბოლო წამამდე, წარსული ისტორიების გათვალისწინებით. ბოლოს ამ ისტორიას მოკლედ აჯამებ და აყალიბებ ჯაჭვს, რომელიც ძალიან ნათლად აჩვენებს როგორ მივიდა პაციენტი სიკვდილის უშუალო მიზეზამდე. საბოლოო დიაგნოზი სწორედ ასე იწერება. ის რამდენიმე გრაფისგან შედგება და ლოგიკურად ასახავს თანმიმდევრობას ტრიგერიდან (ანუ პროცესების გამშვებიდან) სიკვდილის უშუალო მიზეზამდე.

მარტივად რომ ავხსნა. სიკვდილი შეიძლება დადგეს ფატალური არითმიის გამო, მაგრამ ეს არითმია გამოიწვიოს იშემიამ, იშემია ჰიპოქსიამ, ჰიპოქსია კოვიდ-19-ით განადგურებულმა ფილტვებმა… კოვიდი-19 რომ არა, პაციენტი არ იქნებოდა ჰიპოქსიური, რომ არა ჰიპოქსია გულს არ მოუწევდა ჟანგბადის უკმარისობის პირობებში მუშაობა (იშემია), რომ არა იშემია, იმ წუთას არ შეიქმნობდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმიის განვითრებისთვის სასურველი პირობები. მოკლედ ამ ჯაჭვის ორგანიზების გამო ითვლება კოვიდ-19 სიკვდილის უშუალო მიზეზად.

ამიტომაც, სიკვდილის ეპიკრიზშიც პაციენტის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კოვიდ-19 იღებს. ზუსტად იგივეა პრინციპი სხვა დაავადებების და სიკვდილის მიზეზების შემთხვევაში.

კოვიდ-19-ი ჩემს ცხოვრებაში ღამის მორიგეობებზე შემოიპარა. ჰოსპიტლის სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ღამის მორიგეებისგან არის დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული კოდ-გუნდი (code team). ამ გუნდს ევალება მთელს ჰოსპიტალში კარდიოპულმონარული რეანიმაცია მორიგეობის განმავლობაში. სამწუხაროდ, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ყოველ ღამე, საშუალოდ 6-დან 9-მდე ასეთ კოშმარში მიწევდა მონაწილეობის მიღება. კოვიდ-19-ს, დაავადებაში ფილტვების ჩართვის გამო ახასიათებს ერთი თავისებურება. ასეთი პაციენტის რეანიმაცია წარმოუდგენლად რთულია. რეანიმაციის ძირითადი პრინციპებია სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონირების აღდგენა და მერე უკვე მათი უეცარი მოშლის მიზეზის მოძიება და მკურნალობა. სამწუხაროდ, როცა ფილვების უდიდესი ნაწილი დაზიანებულია მისი ფუნქციის აღდგენა ვერ ხერხდება და გული წუთითაც რომ აამუშავო, ის ისევ ჩერდება იმის გამო რომ ფილტვები ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას ვერ ახერხებს.

მოკლედ, კოვიდ-19-ით კრიტიკულად მძიმედ დაავადებულის გულ-ფილტვის რეანიმაციის წარმატების შანსი ამ თავისებურების გამო ძალიან დაბალია. სწორედ ამიტომაც ხდება კოვიდ-19 გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევაში.

რაც არ უნდა შეეშველო ასეთ ორგანიზმს, კომპენსატორული რეაქციები თუ ბუნებრივად დაქვეითებულია მისი გამოყვანა უსაფრთხო ზონაში ურთულესი ამოცანაა. დღეს ამას უკეთ ვახერხებთ ვიდრე პირველ კვირებში. მაშინ არაფერი ვიცოდით დაავადებაზე. ამასობაში რაღაც ვისწავლეთ, ნორმალურ ქვეყნებში სისტემებიც გაიმართა გამოწვევების შესაბამისად, სიკვდილიანობამაც საგრძნობლად იკლო. თუმცა ის რაც მაშინ არღიცხეს სინამდვილეს შეესაბამება. ამას ადვილად იჯერებს ყველა ის ექიმი ვისაც ამ ჯოჯოხეთში მოუშაობამ მოუწია პანდემიის პირველ თვეებში…

მარტივად ითვლი ხოლმე იმას რაშიც თვითონ იყავი და ციფრები თავისით მეტყველებენ… ცხადია, ეს არ გამორიცხავს შეცდომებს. არ გამორიცხავს მანიპულატორების და უსინდისოების არსებობას მედიცინაში… არ გამორიცხავს ერთეული არაზუსტი შემთხვევების არსებობას, მაგრამ ის რასაც მითოლოგიის ფუძემბემდებლები ამტკიცებენ სისტემურ გაყალბებას მოითხოვს და ერთეული შემთხვევებით ვერ შეიქმნება. სისტემურად ამდენი უსინდისო კრიმინალი ექიმის პოვნა არარეალურია.

ამდენად მარტივია ყველაფერი სინამდვილეში, მაგრამ საზოგადოების გრძნობებით თამაში და მათი აზრებით მანიპულირება ხომ პროფესიად იქცა ზოგისთვის. რაც არ უნდა არგუმენტებით ეკამათო, რაღაც ერთ ფრაზას ან იდეას ამოიჩემებენ და აქეთ შეეცდებიან დაგამცირონ, ან გაიძულონ, რომ უბრალოდ უარი თქვა ლოგიკურ კამათზე. არგუმენტებს იქ არანაირი ძალა არ აქვთ… მათ უკვე აქვთ მიზანი და იმ მიზნის ირგვლის ჯიუტად ტრიალებენ. ერთად ერთი იარაღი მანიპულატორებისგან თავის დასაცავად არის ფაქტებზე დამყარებული ცოდნა!”

თეგები: კორონავირუსინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved