• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამოვთხრი საფლავიდან ჩემი დის ცხედარს და დავასვენებ პოლიციის შენობის წინ”

ალია ავტორი - ალია
14:39 02-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ზუგდიდში, 32 წლის ქალზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მტკიცებულებების არქონის გამო, შესაძლოა 14 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ამის თქმის საფუძველს გარდაცვლილი ქალის ოჯახს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აძლევს.

„ქუთაისში იმყოფებოდნენ დედაჩემი და ჩემი მეუღლე და მათ გააცნეს ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნაში წერია, რომ ეკას (ჩემი დის სხეულზე) დაზიანებები არ არის თვითმკვლელობამდე მიყენებული, რასაც ოჯახი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. მე გადავუღე ჩემი დის ცხედარს ფოტოები, აქვს მრავლობითი დაზიანებები თავის არეში,უკან ყელი აქვს გამოჭრილი, ნაცემია და ნუთუ ეს არ უნდა ყოფილიყო დასკვნაში. ჩვენ ამ დასკვნას არ ვეთანხმებით. პოლიციის სამმართველოში გვეუბნებიან, პროკურატურაში მიდით, იქ გაგარკვევენ, ხოლო პროკურატურა გვეუბნება სამხარეო პოლიციაში გაგარკვევევნო. მოკლედ ასეა ჩვენი საქმე, ჯერ კიდევ ველოდებით დნმ-ის პასუხს, აი შემდეგ კი მოვითხოვთ ხელახალ ექსპერტიზას და ამოვთხრი საფლავიდან ჩემი დის ცხედარს და დავასვენებ პოლიციის შენობის წინ, არ დავთმობ მტკიცებულებების გაყალბებას, ვიცი ამ ყველაფრის უკან დგას და ჩემს ყოფილ სიძეს( დის ქმარს) ზურგს უმაგრებს მმართველი პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ზაზა ხუბუა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი ქალის ძმამ ნუკრი მიქავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 32 წლის ბაკურ სორდია დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.

სოფელ შამგონაში 32 წლის ეკა მიქავა მეზობლის, საკრებულოს წევრ ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დეპუტატი ხუბუა ოჯახის ახლობელია, რომელიც ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში იყო ჩართული.

გარდაცვლილ ეკა მიქავას სამი შვილი დარჩა, იგი შამგონის საბავშვო ბაღში აღმზრდელ-მასწავლებელად მუშაობდა. გარდაცვლილის ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, ისინი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, მას ქმართან გამუდმებით კონფლიქტი ჰქონდა, მეზობლების განცხადებით, ბაკურ სორდია ცოლს სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

„ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა“- აცხადებს დაღუპულის მამა.

გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, „ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს“.

ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ ბაკურ სორდიას საყვარელი ჰყავდა და მასთან ბავშვიც ეყოლა, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ფოტოები, სადაც ჩანს გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები, თუმცა მძიმე კადრებიდან გამომდინარე ფოტოებს არ ვასაჯაროებთ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved