• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა „უამბო“ მარიკა კვალიაშვილს გარდაცვლილმა შვილმა

ალია ავტორი - ალია
12:00 02-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,704

კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს ორი დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი. ჯერ 21 წლის შვილი გარდაეცვალა, მოგვიანებით – შვილიშვილი. კომპოზიტორი ორი წლის წინ ჟურნალი „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება, თუ რა ხილვა ჰქონდა მეორმოცე დღეს და რა გაფრთხილება მისცა გარდაცვლილმა შვილმა. 

მარიკა კვალიაშვილი: – ჩემი შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ასეთი ხილვა მქონდა. ვიღაც მომსდევს ზურგიდან და შევყავარ ოთახში, სადაც ჩემი შვილი იმავე მდგომარეობაში წევს, იგივე ტანსაცმლით, როგორც გავისტუმრე. მივედი მონატრებული, ვეხვევი, ვეფერები, ვკოცნი. ვიცი, რომ ცოცხალი არაა. უცებ წამოდგა და ვეკითები: ცოცხალი ხარ, გამიცოცხლდი-მეთქი? და მითხრა: დედა, ყველას გადაეცი, რომ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენები ყველანი აქ არიან, თავს მევლებიანო. პირველად ღმერთის მეშინოდა და იმისიც აღარ მეშინიაო. სად ხარ, რას ჭამ-მეთქი? დედა, რასაც მიკეთებ, ყველაფერი მომდის, ყველაფერს ვჭამო. აქ რომ დავდივარ ყოველდღე სასაფლაოზე, იქ ვინ არის-მეთქი და იქ ჩემი სხეულიაო. ვიგრძენი, რომ წასვლას აპირებს და ჩავეხუტე. თვითონაც ისე მომიჭირა ხელები, რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მკლავები მტკიოდა მოჭერისგან. არ ინერვიულო, როცა მოგენატრები, ყოველთვის გეჩვენებიო. მე ვკითხე – შენ ხომ მითხარი, სულ თქვენთან ვარო? თქვენთან ვარ, მაგრამ ასე დაგენახვებიო. 

ქალბატონი მარიკა ყვება, ტირილი რომ მოუნდებოდა, როგორ აკითხავდა შვილის საფლავს და ცუდ ამინდში ზემოდან როგორ აფარებდა რაღაცას, მიწაში რომ წვიმა არ ჩასვლოდა… 

ორი კვირის შემდეგ ისევ გამოეცხადა შვილი – „დედა, რაც გითხარი, ყოველივე მართალი და ჭეშმარიტია“. 

მარიკა: – პატრიარქმაც გაიგო ეს ამბავი და მითხრა: ნუ გეშინია, ეს დიდი მადლია, ყველა დედას არ ეძლევა ასეთი შანსი, რომ შვილს იქ გამოჰკითხოს როგორ არისო. სხვა, შენს მდგომარეობაში მყოფ დედებს უნდა გაუზიარო და ნუგეში სცე ამ ამბითო. დარდს უნდა აჯობო, უნდა დათრგუნო. ის დარდი და მწუხარება მაინც ყოველთვის შენთანაა, შესაბრალისი არ უნდა გახდე. იცხოვრე შენი ტკივილით, მაგრამ ღირსეულად, რომ ვიღაცამ არ თქვას, საცოდავიაო. 

მე ჩემმა შემოქმედებამ გადამარჩინა. ჩემმა მეგობრებმა – როიალმა, ფურცელმა და კალამმა…

ბევრი სასწაული ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი რაღაცეები ემთხვევა, ერთხელ ჩაგვიქრა შუქი. მოულოდნელი იყო, პირველად დაიწყო შუქის ჩაქრობა და არც ლამპა გვქონდა, არც სანთელი. შვილიშვილები პატარები იყვნენ და  ვთქვი: ბავშვები დასვით, სიბნელეში არაფერი დაიზიანონ, სანთელი მეგულება სადღაც და იქნებ, გავიხსენო, სად არის-მეთქი. ეს სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ჩამოვარდა რაღაც, წამოვიდა გორაობით ჩემკენ  და ფეხებთან გაჩერდა. ავიღე და სანთელი იყო. საიდან ჩამოვარდა, დღესაც არ ვიცი. 

ერთხელ დედა მყავდა ცუდად, ინსულტი მიიღო. რეანიმაციაში იწვა, რაღაც წამალი ჰქონდა დანიშნული, რომელიც ცხელ წყალში იხსნებოდა და შეტევა თუ დაემართებოდა, ეს უნდა მიმეცა. შუაღამეს დაემართა შეტევა და არც შუქია არც წყალი – ლიმიტით მოგვეწოდებოდა. დავრბივარ მეზობელ პალატებში, მაგრამ არავის აქვს ცხელი წყალი. პალატაში ცხელი და ცივი წყლის ონკანი იყო, მაგრამ ცხელი წყლის დიდი ხნის გაუქმებული გახლდათ, ცივი კი ღამით არ მოდიოდა. რატომღაც იმედიანად ვდგავარ ამ ონკანთან, პირჯვარს ვიწერ და წმიდა ნიკოლოზს ვევედრები: წმიდაო ნიკოლოზ, შენ ხომ შეგიძლია ყველაფერი, ნეტა, ახლა ცხელი წყალი წამოვიდეს, რომ დედა გადავარჩინო-მეთქი. არადა, ვიცი, არცერთში წყალი არ უნდა იყოს შუაღამისას. უცებ, რომ ვატრიალებ ამ გაუქმებულ ონკანს, მესმის მილებში შიშინი და წამოვიდა ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ასე გადავარჩინე დედა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved