• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაშაძე ცრუობს და ირყევა “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”

ალია ავტორი - ალია
18:27 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“გრიგოლ ვაშაძე ცრუობს როცა ამბობს რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. კონკრეტული მოლაპარაკებების რაუნდი ჯერ დაგეგმილიც არ იყო როცა მან ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს ამ მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძე არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ოპოზიციას. ეს შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს ხელი სხვისკენ გაიშვიროს. მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და მასში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

ვაშაძის საუბარი მდარე ცნობიერების ნაკადის გარდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი კრიზისის პირობებში წნეხს ვერ უძლებს და ირყევა „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვებისკენ თითის გაშვერა, ძალიან ცუდი საქციელია.

ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან (გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთად საერთო განცხადებაში დავაფიქსირეთ.

1. ბუნებრივია დიალოგის მომხრეები ვართ იმ საკითხზე, რამაც საბოლოოდ კრიზისი შექმნა – უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს ბევრი რამის შეცვლას, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა და სტრუქტურის, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ა.შ.

2. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ივანიშვილს გაყალბებული შედეგებით უნარჩუნებს ძალაუფლებას – კოსმეტიკური ცვლილებები ცალკეული უბნების გაუქმების სახით არაფერს არ შეცვლის.

3. ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს, მის სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა რომ ამ ყველაფერზე გულწრფელად და საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქეებისგან არ უნდა მოხდეს ძალადობრივი რეაგირება. ნებისმიერი ჯგუფი რომელიც ასეთ ქმედებას მიმართავს, თავად გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს.”

თეგები: 2020 არჩევნებიგიგა ბოკერიაგრიგოლ ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved