• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ღატაკი ვარ და ვიცი, არ არის სიღატაკე ტილიანობის და სიზარმაცის ნიშანი – არ შევეგუოთ!”

ალია ავტორი - ალია
21:19 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

წერილი, რომელიც გასულ წელს, აპრილში დაიწერა, როცა 15 წლის შაკო ნაჭყეპიამ თავი მოიკლა, როცა გავიგეთ, რომ მთელი 15 წლის მანძილზე შიოდა და 50 თეთრიანი ფუნთუშის ფულიც არ ჰქონდა…

მაშინაც, საზოგადოების ნაწილი განიხილავდა იმას, ბავშვმა თავი შიმშილის გამო მოიკლა მართლა, თუ იქნება, რამე სხვა მიზეზიც ჰქონდა…

მაშინაც, როგორც ახლა იწერებოდა და გვეუბნებოდნენ, რომ შიმშილი არაფერ შუაშია:


“წავიკითხე თქვენი პოსტები 15 წლის შვილზე, რომელმაც თავი მოიკლა.
ფლიდები ხართ, თუ ვერ ხედავთ ქვეყანაში გამეფებულ სიღატაკეს.
რას არკვევთ? მოიკლა თუ არა თავი სიღატაკის გამო?
და ის 15 წელი რომ ღატაკად იცხოვრა, ის 15 წელი რომ შიოდა – ეგ არ არის საკმარისი?
ერთი პოსტიც ვერ ვნახე, ერთიც ვერ ვნახე, რომელმაც დაწერა, რომ მის შვილსაც შია, რომ ისიც ღატაკია…
არ არის სიღატაკე სირცხვილი, ხალხნო.
არ არის სიღატაკე ტილიანობის ნიშანი.
არ ნიშნავს ღატაკი ზარმაცს.

მე 38 წლის მარტოხელა დედა ვარ და მე ღატაკი ვარ.
ვმუშაობ, ბევრს ვმუშაობ, მეტსაც ვიმუშავებდი, მაგრამ – ქირა, გადასახადები…
აი, მეც თავს ვიმართლებ, მეც ვამტკიცებ, რომ არ ვარ ზარმაცი და ტილიანი…

მთრგუნავს სიღატაკე, მე 38 წლის დედას, მე 90-იანების შვილს, მთრგუნავს და უამრავ საათს მაკარგვინებს საკვებზე ფიქრი, გადასახადებზე დარდი…

რამდენად უფრო პროდუქტიული ვიქნებოდი, ღატაკი რომ არ ვიყო, რამდენად მეტს გავაკეთებდი და შევქმნიდი, რამდენად მეტს ვისწავლიდი, როგორი ლაღი ვიქნებოდი, ღატაკი რომ არ ვიყო.

ზოგჯერ, იშვიათად, როცა ქუჩაში ან ტელევიზორში ძვირფას ნივთს გააყოლებს მზერას ჩემი შვილი – ვეხუტებიდა ვეუბნები, რომ მიყვარს, მერე კალთაში თავს ვუდებ და ვუყვები, რომ მე ბევრს ვშრომობ, ხელფასიც მაქვს, მაგრამ მეტს ვერ ვწვდები, შემეძლო, წავსულიყავი ევროპაში და მისთვის არაფერი მიმეკლო, მაგრამ ვერ დავტოვე, მასთან ერთად გაზრდა ვარჩიე და თუ უნდა ჩემთან ერთად ცხოვრება, იმით დაკმაყოფილდება, რაც გაგვაჩნია.

წინა კვირას სპორტული შარვალი დაეხა, წავედი და ორი ვუყიდე, მაგრამ ბევრი წვრილმანი სდომნია სპორტული შარვლის ყიდვას – არ გამოადგა სარბენად არც ერთი. ვკემსავთ იმ დახეულ სპორტულ შარვალს უკვე მესამედ.

– კედი ხელით გარეცხე რა, არ დამეხეს, თორემ, ეს ერთი მაქვს სარბენად რომ გამოდგება – მითხრა გუშინ.

რამდენიმე თვის წინ, თავის ტრამვა მიიღო, დამირეკეს, საავადმყოფოში გავიქეცი. მხოლოდ გზის ფული მედო. იოგურთი მომთხოვა.
გამოვედი, ჩანთის ყველა უჯრა ამოვქექე და ორი ევრო ვიპოვნე, თილისმად გადანახული, მაგრამ რა ევრო და დოლარიანი უშველის სიღატაკეს.
ვერ დავახურდავე, მაგრამ ხელცარიელიც ვერ დავბრუნდებოდი შვილთან. ავდექი და გამყიდველს ორლარიანად “შევასაღე” ჩემი თილისმა ორევროიანი…
არ ვიცი, მიხვდა თუ არა, არ ვიცი, იმ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ იოგურთი მიმქონდა შვილისთვის.

ოდესმე, როცა იმ მაღაზიასთან მოვხვდები, აუცილებლად დავუდებ ორ ლარს, ოდესმე, როცა მოვხვდები, რადგან ჩვენს ოჯახში გზის ფული განსაზღვრულია, სპეციალურად ვერ წავალ.

ერთი წლის წინ, ასთმის წამალი ვერ ვუყიდე შვილს, ბოლო სამი შესუნთქვა იყო დარჩენილი, გადავწყვიტეთ, გაგვენაწილებინა რამდენიმე დღეზე, სანამ ვიყიდდით და მხოლოდ მაშინ გამოგვეყენებინა, როცა ძალიან გაუჭირდებოდა და არა ყოველდღიურად – ამასობაში, აღმოვაჩინეთ, რომ აღარ სჭირდება წამალი, გამქრალა ასთმა – ამ ერთხელ წაგვადგა ჩვენი სიღატაკე და ამ ისტორიას ამაყად ვიხსენებთ.

დღეს, როცა ამ 15 წლის ბიჭზე გავიგე, გამახსენდა ყველა დღე, როცა ჩემი შვილი მაკარონზე გადავატარე, ყველა დღე, როცა ლობიანის ფული ვერ მივეცი, გამახსენდა დახეული შარვალი და დასახევად განწირული კედი და შემეშინდა, შიშმა ისე ამიტანა, განსჯის უნარი დავკარგე.
ბოლო ათი ლარი ავიღე და შაურმა ვუყიდე, კედის და სპორტულის ფული ისევ არ მქონდა.

ჩაკბიჩა თუ არა, ბედნიერი სახით, მაშინვე, იმწამსვე მივხვდი რა გავაკეთე და თავი შემეზიზღა, ჩემი შვილის სტომაქი ამოვავსე, როცა იმ ბიჭის გვამი ცივდებოდა…

რომ სცოდნოდა ჩემს შვილს, რის ფასად, ვის ფასად ვუყიდე შაურმა, შეჭამდა თუ არა, ახლა ამაზე ფიქრი მკლავს.

რა შაურმა უშველის ჩვენს სიღატაკეს, ოდესმე იმ ბიჭსაც ექნებოდა შაურმა ნაჭამი.

მაგრამ, სიღატაკემ ისე დამთრგუნა, ისე შემაშინა, განსჯის უნარი დამაკარგვინა…
თავი მეზიზღება და ახლა არც თქვენ მიყვარხართ, თქვენ, ფლიდები, ქვეყანაში გამეფებულ სიღატაკეს რომ ვერ ხედავთ.

მე ღატაკი ვარ და არ მრცხვენია!
მართალია, ბევრს წერენ, რომ ვინც შრომობს ღატაკი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ, ღატაკებმა, ხომ ვიცით, რომ ასე არაა, ხომ ვიცით, რომ ბევრნი ვართ და ბევრს ვშრომობთ, მაგრამ ვერ ავუდივართ გაზრდილ გადასახადებს და პროდუქტის მომატებულ ფასებს… ისიც კარგად ვიცით, როგორი რთულია განათლების მიღება და სამსახურის შოვნა – არ ვიცით?

ასე, რომ ტყუილია – რასაც ყურში ჩაგვძახიან, არ არის სიღატაკე ტილიანობის და სიზარმაცის ნიშანი და ნუ გვრცხვენია, არაფერი გვჭირს სამარცხვინო – ვთქვათ, რამდენნი ვართ ღატაკნი! – ვუთხრათ! იმათ უნდა შერცხვეთ ჩვენ კი არა!

ჩვენ ყოველ დღე გვიყოფენ ხელს ჯიბეში და ყოველ დღე გვძარცვავენ, ყოველ დღე მდიდრდებიან ჩვენი სიღატაკის ხარჯზე და გაიღეთ ხმა, ნუ იქნებით ჩუმად, დავიცვათ ჩვენი ლაღად სიცოცხლის უფლება – არ შევეგუოთ!”

თამო კეშელავა, ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved