• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ 30 ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ… ვერ დავეხმარე, მეც სიღატაკის სუნი ამდიოდა…”

ალია ავტორი - ალია
20:32 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

დღეს უმრავლესობის წევრებმა იმდენი ისაუბრე ბავშვებისთვის მიცემული კვების ბარათებზე, სამყოფ სოციალურ დახმარებაზე, რომ “ალიას” ჟურნალისტის, თამო კეშელავას წერილი გაგვახსენდა, რომელიც, რამდენიმე თვის წინ დაიწერა:

„ერთ-ერთ დიდ მარკეტში მომიწია შესვლა და ჩემს წინ ოჯახი შევიდა, დედა, მამა და შვილი. ისე მოხდა, რომ სექციებშიც ერთად დავდიოდით… მერე უკვე დავყვებოდი, თავჩარგული ჭირისუფალივით… არაფრით გამოირჩეოდა, გარდა იმისა, რომ ოჯახს სიღატაკის სუნი ჰქონდა… იმ 30 ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ… აქციები იკითხეს – რა აქციაც იყო, არ მოეწონათ, მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ (არ ვწერ მაღაზიის სახელებს). კარტოფილი – იაფია, მაგრამ ძალიან დაჭმული, ერთი კილოდან, ნახევარი კილოც არ გამოვა – მოწყენილად დააბრუნეს უკან. მაკარონიც ეძვირათ… სოიოსთანაც გაჩერდნენ და სოიოს კოტლეტზეც იმსჯელეს, მაგრამ ეგაც ვერ ჩაჯდა ბიუჯეტში. ლობიო იყიდეს და მწვანილი, მაიონეზი და ზეთი ეძვირათ და მაინც შეიძინეს, დიდხანს არჩიეს ძეხვი, დიდხანს ეძებდნენ იაფიან ძეხვს და რაღაც იპოვნეს.

-სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი არ დაგვავიწყდეს – იმეორებდა ქალი სექსიებში სიარულისას და ბავშვმა იპოვნა, აარჩია ფასის მიხედვით და დადო.

-კვერცი არ გაქვთ აქციაში? – მიაწოდეს.

-ეს უკეთესია – ურჩიეს…

ფასს დახედა, მეც დავხედე – ლარნახევრით მეტი ღირდა, უსიტყვოდ გავაქნიეთ თავი ორივემ…

ბავშვს ბუტერბროტი უნდოდა, ძეხვიც ამ პრინციპით აირჩა და მაიონეზი, ხოდა, როცა ჯერი დაჭრილ პურზე მიდგა, ტოსტის პური აიღეს.

-ჩვეულებრივი დაჭრილი პური ლარი ღირს და ეს ორ ლარზე მეტი, ჩვეულებრივი ხომ არ ავიღოთ – კითხულობს ბიჭი

-არა, ტოსტის აიღე, ყოველ დღე ხომ არ ვაკეთებთ – ამაყად უთხრა დედამ.

მამა მთელი ეს დრო ანგარიშობდა, პროდუქტების ფასს ითვლიდა, რომ 30 ლარს არ გადაცდენილიყო, გაჩერდა რამდენიმე წამი, კიდევ იბუტბუტა და:

-მიდი, კეჩუპიც აიღე…

-მართლა? – თვალები გაუბრწყინდა ბიჭს…

მერე თავისუფალი სალაროსკენ წავიდნენ….

მოაბრუნეს, ბავშვის ბარათებს ერთი ემსახურებაო. ჩააყენეს რიგში. ამ რიგში ყველას ერთი სუნი ჰქონდა… ამიტომაც აყენებენ ალბათ, ერთ რიგში, სხვები რომ არ შეწუხდნენ, ფულისსუნიანები, ძვირადღირებული საკვების სუნით გაჟღენთილები. მოაღწია რიგმა და …

-30 ლარი და 55 თეთრი.

-დავამატებ – ხელი წაივლო ჯიბისკენ ქალმა.

-არ შეიძლება, რამე უნდა ამოვაკლოთ.

გადახედეს და:

– სალფეთქი ამოვაკლოთ…

უი, სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი ისედაც არ შეიძლება, ამ ვაუჩერით მხოლოდ საკვები – სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი ჰიგიენის საშუალებებია – აუხსნეს და გადადეს.

 ახლა ორ ლარზე მეტი მორჩა.

-შოკოლადი შეიძლება?

-კი.

-აიღე, თავზე გადაუსვა ხელი ვაჟს კაცმა…

არჩია, უყურა, მერე ცხელი შოკოლადის ერთი პაკეტი აიღო მხოლოდ და : – მოდი, მაკარონი ავიღოთ დანარჩენის – შესთავაზა მშობლებს.

ბედნიერები გამოვიდნენ გარეთ, ბავშვი მეგობარს ელოდა, რომ ბუტერბროტი მასთან ერთად ეჭამა მამას ამაყად მოჰქონდა პარკები, ქალი ჯიბეებს იჩხრეკდა…

ბოლო ფრაზა, რასაც ყური მოვკარი, იყო: – ლარი და 35 მაქვს, ტუალეტის ქაღალს ვიყიდით, სალფეთქი იყოს, არ მინდა.

… ამ ქვეყანას რომ პოლიტიკის ყურების დრო რჩება, ლანძღვის დროს რომ რჩება და პოლიტიკური ქულების და გარჩევების…

შემეძლო სალფეთქი მეყიდა, მაგრამ მომერიდა…

მეტი არ შემეძლო, ჩემი მაცივარიც ცარიელი იყო, ჩემს შვილსაც შიოდა. მეც სიღატაკის სუნი ამდიოდა… არ შემეძლო მეტი და უძლურება მკლავდა… მკლავს, ახლაც მკლავს… ერთი კვირის წინანდელს გიყვებით და ახლაც მკლავს….

მას მერე სალფეთქი არ მიყიდია, რა დამავიწყებს, მაგრამ – მინდა, სალფეთქის ყოველი საჭიროებისას – ის ოჯახი გამახსენდეს, ოჯახი, რომელსაც სიღატაკის სუნი ჰქონდა, ოჯახი, რომელმაც ჩემი სიღატაკის სუნი მაგრძნობინა…

შევედი აბაზანაში, დიდხანს ვიხეხე, მაგრამ, გამოვედი, გავაღე მაგივრის კარი და გავიჟღინთე ისევ იგივე სუნით, გავედი აივანზე და მომაფრინდა იგივე სუნი, მას მერე ყველგან ვგრძნობ, მას მერე ვერ ვიშორებ და მძაგს, თავი მძაგს, რომ ყნოსვა მაქვს და საშუალება არა, რამის შეცვლის…

პ.ს. ხო, ის ქალი ეროვნებით სლავი იყო, სლავური აქცენტი და გარეგნობა ჰქონდა, კაცი – ქართველი. ის ქალი, ისე სიყვარულით უყურებდა, ისე თბილად ამ სიღატაკით გაჟღენთილ კაცს – შემშურდა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved