• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ მზად ვართ” – მაიკ პომპეო

ალია ავტორი - ალია
14:11 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, არჩევნები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NPR ავრცელებს.

“ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადაში შეუფერხებლად გადავა. ჩვენ მზად ვართ”, — აცხადებს მაიკ პომპეო.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, ემზადება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბაიდენის გუნდთან სამუშაოდ, ასევე, ამ საკითხში რაიმე ტიპის შეფერხება გაზრდის თუ არა ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ რისკს, ან ხელს შეუშლის ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემას, პომპეომ პირდაპირი პასუხი არ გასცა. გამოცემის განმარტებით, კითხვისგან თავის არიდება გულისხმობდა, რომ ძალაუფლების გადაცემა საჭირო არ იქნება.

გარდა ამისა, პომპეოს თქმით, დარწმუნებულია, რომ დაითვლიან ყველა კანონიერ ხმას.

“დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხმები, რომელიც არაკანონიერია, დათვლისას არ ჩაითვლება”, — აღნიშნა მაიკ პომპეომ.

7 ნოემბერს, წინასწარი მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც რამდენიმე მსხვილი ამერიკული მედია აწარმოებს, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ჯერჯერობით ყველა შტატში ხმები დათვლილი ბოლომდე არ არის.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მაიკ პომპეო ერთ-ერთია იმ მაღალი თანამდებობის პირთა შორის, ვინც გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის რანგში ერს უკვე მიმართა. არაერთმა მსოფლიო ლიდერმა კი, მათ შორის გერმანიის კანცლერმა, კანადის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბაიდენს გამარჯვება უკვე მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ე

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved