• რეკლამა
  • კონტაქტი
12:28, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – სპეცოპერაციის კადრები – დაჯგუფების ლიდერად „კვეჟოვიჩი“ სახელდება

ალია ავტორი - ალია
17:13 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
589

სტამბოლში დააკავეს შეიარაღებული დჯგუფების წევრები, რომლებიც „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის“ ლიკვიდაციას გეგმავდნენ. დაკავებულთა შორის არის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კვეჟოვიჩის“ სახელით იცნობენ. სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფებას სწორედ გურამ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.

სპეცოპერაციის კადრებს აზერბაიჯანული გამოცემა vesti.az ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში თავდასხმა მოხდა თავად გურამ ჩიხლაძეზეც, რაშიც ის სწორედ ნადირ სალიფოვს ადანაშაულებდა.

გურამ ჩიხლაძე „კანონიერ ქურდად“ 16 წლის ასაკში „აკურთხეს“. მის სახელს უკავშირდება ქურდულ სამყაროში  ერთ-ერთი გახმაურებული შურისძიება.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა (ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“). შემთხვევა  მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე,  ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად  გადაურჩა.

20 წლის შემდეგ,  2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი  „კანონიერი ქურდი“ დავით მელქაძე, მეტსახელად „დათო ფოთინსკი“ მოკლეს. კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესთან და ორ  შვილთან ერთად იმყოფებოდა.

პრესა წერდა, რომ ჰიპერმარკეტიდან გამოსულ მელქაძეს ავტომანქანამდე  რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი  გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო  ცოლსა და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, – გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა, რამაც  საშუალება მისცა მელქაძესა და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ,  თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა… მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ითქვა, რომ სწორედ უმცროსმა ჩიხლაძემ იძია შური დავით მელქაძეზე,  რომელსაც 20 წლის წინათ მისი მშობლების მკვლელობაში ადანაშაულებდა.  ნიშანდობლივია, რომ დავით მელქაძე 10 წლის ვაჟის თვალწინ დაცხრილეს,  ისევე, როგორც 20 წლის წინათ მოკლეს „კვეჟო“ 9 წლის ვაჟის თვალწინ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved