• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ბაღდათში დაღუპული ოჯახის შემოსავალზე

ალია ავტორი - ალია
15:11 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა და გარდაცვლილი ოჯახის ნათესავებს მიუსამძიმრა.

გიორგი წოწკოლაურმა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, –  მათ შორის, საარსებო  შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს – თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით.  ხოლო ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.

2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხდა ოჯახის გადამოწმება, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით – „აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც შეადგენდა 2040 ლარს. ამას გარდა 2020 წლის იანვრის თვიდან შეუფერხებლად მიმდინარეობდა სოციალური გასაცემლებით  უზრუნველყოფა.“

ოჯახი ცხოვრობდა ბაღდადში   თამარ  მეფის  N 13 ნოემბერში, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს  ბაღდათის მერიამ გადასცა. ამ მისამართზე  იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუმცა მომხდარი ტრაგედიის დროს სხვა მისამართზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved