• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი – სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. შემდეგ კი სასამართლოში, საჩივრები მურუსიძე და ჩინჩალაძის კლანთან ხვდება

ალია ავტორი - ალია
19:22 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე და გაყალბებულ ხმებზე საუბრობს. 

მისი თქმით, ოქმებში ასახული დარღვევები განიხილება მურუსიძე- ჩინჩალაძესთან, რაც ცალსახად
მიუთითებს არასამართლიან გარემოში ბრძოლაზე და გამყალბებლისგან გაყალბებული ხმების დაბრუნებაზე. 

“ამ ყველაფერს უცილებლად გავასაჩივრებთ სამართლებრივად, თუმცა სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. გამყალბებელმა უნდა დაადგინოს სიმართლე და ამით დაადასტუროს რომ თვითონ მონაწილეობდა გაყალბებაში, ამ ხალხთან გვიწევს გასაჩივრება. მეორე გზა გასაჩივრების ეს არის სასამართლო, სადაც საჩივრებს მურუსიძე და ჩინჩალაძე ხვდება. ასევე სერგო მეთოფიშვილი რომელიც ორი დღის წინ თანამდებობაზე დანიშნეს და დააწინაურეს იმ “დამსახურებების” გამო, რომელიც მას საბჭოში მიუძღვოდა, როდესაც კლანის გაპარპაშებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ზუსტად ამ ჩაკეტილ წრეში მოგვიწევს გასაჩივრება, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც გასაჩივრებას რეალური შედეგი მოაქვს. თორემ ჩვენ ყველა დარღვევას ვაკონვერტირებთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილმა კონკრეტულ დარღვევების ფაქტებზეც ისაუბრა. 


“რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს, მაგალითისთვის მოვიყვან, მარნეულის ერთ-ერთ უბანს სადაც არ ხსნიან უბანს და ამას ასაბუთებენ  ფაქტით, რომ ყველა უბანში დარღვევას აფიქსირებენ და ყველას ხომ არ გავხსნითო. ქუთაისის დარღვევებზეც ვისაუბრებ, როდესაც ერთ შემთხვევაში დეზინფექციის დროს ყუთი უყურადღებოდ დარჩა და მეორე შემთხვევაში გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული.
ერთ შემთხვევაში თქვეს რომ ესეთი ფაქტი არ ყოფილაო და მეორე შემთხვევაში არც კი განუხილავთ. აი ეს არის განხილვის ის სტანდარტი, რომლითაც დგება ახსნა განმარტების ოქმები. ეს არის გაყალბების გაგრძელება და მისი შეფუთვის უნიჭო მცდელობა,”- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილილელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved