• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექვსივე ტყვია თავში ესროლა” – ვის ეძებს პოლიცია? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:18 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი აცხადებს, რომ სავარაუდო დამნაშავე საგამოძიებო ორგანოს შემთხვევის დღესვე ჰყავდა იდენტიფიცირებული.

არსებული ინფორმაციით, რომელსაც ადვოკატიც ადასტურებს, სამართალდამცავები მამაკაცს ეძებენ, რომელიც მკვლელობის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეა.

ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, მასზე საგამოძიებო უწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამაშავემ საკუთარი ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე დატოვა, თავად კი ფეხით მიიმალა.

მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ვასილ ჯანჯღავას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მას ამ დრომდე ეძებენ. წულეისკირის თქმითვე, საგამოძიებო უწყებამ 41-მდე ანაბეჭდი, სავარაუდო დამნაშავის დნმ, ასევე სუნის ნიმუშები აიღო.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობა არა წარსულში რაიმე უთანხმოებას, არამედ წამიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

მისივე თქმით, ვალერიან ნესიწვერიძის გარემოცვა სავარაუდო დამნაშავეს არ იცნობს. შესაბამისად, ოჯახისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.

მოკლულ მამაკაცს 6 ტყვია ესროლეს, მას ექვსივე თავში ჰქონდა მოხვედრილი.

ინტერპრესნიუსი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved