• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარკეთილის ინცინდენტის შემდეგ, შავ სიაში მყოფ კომპანიას კიდევ 4 ტენდერი მოაგებინეს

ალია ავტორი - ალია
17:25 02-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ვარკეთილის ინცინდენტის შემდეგ, შპს ყვარელმშენს კიდევ ოთხი ტენდერი მოაგებინეს. 2015 წელს შავ ისაში მყოფ კომპანიას ჯამში 1,5 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
2018 წელს ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ჩამონგრევას წინ უსწრებდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც შპს ყვარელმშენმა ხუთი თვით ადრე, 10-წლიანი გარანტიით დაასრულა.

“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, მანამდე, 2015 წელს შპს ყვარელმშენი ე.წ. შავ სიაში იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შავ სიაში ყოფნის ერთწლიანი ვადა “ყვარელმშენს” ვარკეთილის ტენდერის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე გაუვიდა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ვარკეთილის შემდეგ, კომპანიას კვლავ მოაგებინეს 4 ტენდერი, მათ შორის საჯარო სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

ამასთან დაარსებიდან დღემდე, ჯამში “ყვარელმშენს” 1.5 მილიონი ლარის შეკვეთები აქვს მიღებული ბიუჯეტიდან.
“ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს გამოაცხადა. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა”, რომელთანაც სატრანსპორტო კომპანიამ 347,848 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ის იღებდა ვალდებულებას, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები იქნებოდა ხარისხიანი და სწორი ექსპლოატაციის პირობებში დეფექტს 10 წლის განმავლობაში არ გამოავლენდა. თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში, 2018 წლის იანვარში ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, ხოლო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2015 წლის 25 სექტემბერს ერთი წლით ე.წ შავ სიაში მოხვდა. მიზეზი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. მას “შავ სიაში” ყოფნის ერთწლიანი ვადა 2016 წლის 25 სექტემბერს გაუვიდა. სამ დღეში, 2016 წლის 28 სექტემბერს ტენდერი გამოცხადდა “ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, სადაც როგორც ავღნიშნეთ კომპანია ყვარელრემმშენმა გიმარჯვა.

საჯარო დაწესებულებებს ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება არც მეტროს ინციდენტის შემდგომ შეუწყვეტიათ, რომლის ჭერის ჩამონგრევის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის შემდეგ კომპანიამ რამდენიმე ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 478,230 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოგებული ტენდერებიდან ორ შემთხვევაში ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური გათბობით სკოლის უზრუნველყოფა დაევალა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად კი 246,763 ლარად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. კომპანიას დაარსებიდან დღემდე 1,496,063 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

ტენდერების ნომრები:

ვარკეთილის მეტრო – SPA160025748
თბილისი – SPA190003450
ყვარელი – NAT190010591
ყვარელი – NAT190010594
ახმეტა – NAT190011280″- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved