• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰკითხეთ გამყრელიძეს, მაგის შვილი ამიტომ დაემართა კორონა?!” – რას წერს დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
14:07 10-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ოცნების“ ხელისულებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთონ! დღეში 15 თეთრად შეაფასეს მათ ადამიანების ოცნება და ცხოვრება, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ ქართველ ხალხს ვერ მოისყიდიან!

ნიღბები გაუკეთეს ადამიანებს, მაგრამ ვერავის დაამუნჯებენ, არ გამოუვათ! დემაგოგ ექიმებს ალაპარაკებენ, მაგრამ ერთი კითხოს ვინმემ თუნდაც გამყრელიძეს, მაგის შვილი ხელებს არ იბანდა და იმიტომ დაემართა კორონა?!

მოკლედ, კორონა იყო მათი მამა-მარჩენალი ეს თვეები, ეს იყო მათი “წარმატება” და ესეც დაკარგეს! და დღეს ხალხი არ დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების მოპარვას, რადგან 31 ოქტომბერს ძალაუფლება ხალხის ხელში იქნება! ამიტომ მოგიწოდებთ, ჩემო მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდით 31 ოქტომბერს არჩევნებზე, მხარი დაუჭირეთ „ტრიბუნას“ და ამით მხარი დაუჭირეთ სახალხო სასამართლოს. რადგან როდესაც ჩვენ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე – კი არ ვხუმრობთ, ამ ქვეყანას სწორედ რომ სახალხო ტრიბუნალი სჭირდება! სწორედ ხალხმა უნდა მიიღოს განაჩენის გამოტანის უფლება.

მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ტრიბუნას“, რადგან სწორედ „ტრიბუნაა“ ის ძალა, რომელიც ხალხს ფინანსური ბორკილებისგან გაათავისუფლებს. სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ქვეყანას იმ ახალ ეკონომიკურ მოდელს შესთავაზებს, რომელზეც არცერთი პოლიტიკური ძალა არ საუბრობს. ეს არის სოლიდარული ეკონომიკა; გვერდში მდგომი, ადამიანების გაერთიანებისკენ მიმართული ეკონომიკა და არა კონკურენცია, ურთთიერთჩაგვრა და ურთიერთძარცვა.

მოგიწოდებთ ყველა გავერთიანდეთ, რადგან სწორედ გვერდში დგომით შევძლებთ დავირაზმოთ და გავყაროთ ყველა, ვინც მხოლოდ ძარცვაზე იყო მომართული ბოლო 30 წელი. ერთად დავდგეთ დაცერთად დავიბრუნოთ მოპარული საქართველო, ჩვენ შვილებს ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ აღარ მოუნდეთ და წასულებიც უკან დაბრუნდნენ. და მინდა მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. თქვენ ხართ საქართველოს სახე გარეთ. მინდა რომ იყოთ ძალიან წარმატებულები და თუ დღეს თქვენ უჭერთ მხარს ქვეყანას ეკონომიკურად, ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ ერთად, რომ თქვენ მანდ თქვენი ქართველობით ამაყობდეთ! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მობრძანდით და დაუჭირეთ მხარ „ტრიბუნას“, რადგან ჩვენ ის ძალა ვართ, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება, სიძნელეებს კი ერთმანეთის გარეშე.”

თეგები: ამირან გამყრელიძედავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved