• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, კვირა, 27 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესებუა, რომელმაც გაეროს ოთხი სამხედრო აიყვანა მძევლად – ამბავმა მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

ალია ავტორი - ალია
01:28 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რომ­ლის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ბად­რი ესე­ბუაა. სწო­რედ ის არის ბრალ­დე­ბუ­ლი “სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე” მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში.

შე­საძ­ლოა ბევ­რმა არ იცის, რომ 22 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე გვა­რად ესე­ბუ­ამ ჩა­ი­დი­ნა და მა­შინ იმ ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო მო­იც­ვა.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი  “კვი­რის პა­ლიტ­რის” ბლოგ­ში იხ­სე­ნებს:

1998 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. ჯერ იყო და, 9 თებერვალს თბილისში, კრწანისთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეჯავშნულ “მერსედესს” ცხვირში ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყეს, ათ დღეში სამეგრელოში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. მაისში გალში ნამდვილი ომი დაიწყო, ინტენსიური სროლითა და ქართველების სახლების გადაწვით, ხოლო აგვისტოში – ამჯერად კაკო ელიავამ – სენაკის ბრიგადიდან ტანკები “მოიპარა” და ქუთაისისკენ დაძრა…
როგორც სამხედრო ჟურნალისტს, ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა, შევარდნაძის აფეთქებული “მერსედესის” იმავე ღამეს დათვალიერებიდან ელიავას “მოპარული” ტანკების სენაკის ბრიგადაში დაბრუნების ჩათვლით, მაგრამ ყველაზე თავგადასავლიანი მაინც ჯიხაშკარში, ტერორისტებთან და უცხოელ მძევლებთან მალულად შეპარვა აღმოჩნდა.
სოფელთან ძირითადი მისასვლელები შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და  ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაეროს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.გოჩა ესებუა უცხოელ მძევლებთან ერთად ჯიხაშკარში. 1998 წლის 21 თებერვალი.ფოტო: გოჩა ესებუა უცხოელ მძევლებთან ერთად ჯიხაშკარში. 1998 წლის 21 თებერვალი.


ადგილზე ისეთი სურათი დაგვხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა – მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან “სტოკჰოლმის სინდრომი” ზენიტში იყო ასული: მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა…
მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი, ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰყვა ჩეჩნეთში და იქ მოამზადა ჯგუფი, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორტეჟს თავს დაესხა.
როდესაც შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია და ის ბადრი ესებუა გახლავთო, ძალაუნებურად გავავლე პარალელები.  ბრალდებული ბადრი ესებუა მძევლებთან ერთად ზუგდიდში, ბანკში. 2020 წლის 21 ოქტომბერი.ფოტო: ბრალდებული ბადრი ესებუა მძევლებთან ერთად ზუგდიდში, ბანკში. 2020 წლის 21 ოქტომბერი.


ორმა ესებუამ 22 წლის ინტერვალით აიყვანა მძევლები და ორივე მათგანს ბრალი წაუყენეს, როგორც ტერორისტებს, მაგრამ არცერთ ესებუას მძევლებისთვის, საბედნიეროდ, არაფერი დაუშავებია – პირველი ელარჯით უმასპინძლდებოდა მძევლებს, მეორე კი ხაჭაპურით დანაყრებას არ უშლიდა.
ჩემთვის უცნობია, ტერორიზმში ბრალდებულ ამ მოგვარეებს შორის არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ მაშინ, 22 წლის წინ, გოჩა ესებუა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს (არა მარტო ადგილობრივმა), რათა შევარდნაძის მოკვლით საქართველოში ქაოსი დაწყებულიყო.
იმედია, ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავებმა ბრალდებულის სტატუსი მიანიჭეს, არავის წინასწარ დაწერილი სცენარით არ მოქმედებდა და იგი ცოცხალი გადარჩება, რადგან მისი მოგვარე, მძევლების მშვიდობიანად განთავისუფლებიდან ცოტა ხანში, ალყაში მოაქციეს და ლიკვიდირება მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოცხლად დაკავება შესაძლებელი გახლდათ. უბრალოდ, იმ ესებუამ ძალიან ბევრი რამ იცოდა…

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved