• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოჩოლების საქმეს სამი მომჩივანი ყავს – საკონსტიტუციოში შევხვდებით”

ალია ავტორი - ალია
16:55 10-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბოჩოლების საქმე!

ხობის სოფლები ტერიტორიულად ძალიან დიდია.

ამასწინ, ისტორია მოვყევი ერთ კაცზე, რომელიც ქვემო ქვალონში, თავდაპირველად არც თუ ფხიზელი, შემხვდა და რამდენიმე სიტყვის ბურტყუნით შემოიფარგლა.

როცა გადავლახე კილომეტრები და უკან ვბრუნდებოდი, უკვე გამოფხიზლებული გზაზე დამხვდა და თავის ბოჩოლებზე მიამბო.

ვყიდდი ირანში და აზერბაიჯანში, ტრაილერებით მიყავდათ დეკეულები და ბევრ ფულს მიხდიდნენო – გაზრდილები არ მიყავთო, პატარები უნდათო.

მაგრამ ქოცები რისი ქოცები არიან, თუ ადამიანს საკუთარი შრომით ლუკმის შოვნა არ აუკრძალეს და სოციალურ დახმარებაზე არ ჩამოკიდეს – რომ არჩევნებზე მოწყვლადები იყვნენ და სოციალურის ჩამორთმევის მუქარით, ხმა მიიღონ.

მოკლედ, ქოცებმა დეკეულების უცხოეთში გაყიდვა აკრძალეს.

ბუნებრივია, ეს აკრძალვა ანტიკონსტიტუციურია და ჩემს ახალ ნაცნობს საკონსტიტუციოში ჩივილი შევთავაზე.

თავისუფლების ინსტიტუტთან, გვანცა კვარაცხელიასთან და სალომე ხვადაგიანთან ერთად ვიყავი ქვალონში – ტელეფონი ჩაიწერეს, გვანცამ მოამზადა საქმე და გასაცნობად და ხელმოსაწერად ქვალონში ჩასვლა გადაწყვიტეს.

რეკეს ჩვენს ნაცნობთან – არ უპასუხა.

ჩავთვალე რომ დაფრთხა და დაიმალა, მაგრამ გოგოებმა მაინც ჩავალთო.

მოკლედ, ჩავიდნენ გვანცა და სალომე ქვემო ქვალონში და კითხვა- კითხვით დაიწყეს ჩვენი ნაცნობის ძებნა. მთელი სოფელი გადაირია – იცნეს თან გვანცა და სალომე, თქვენ ხომ იყავით აქ 10 დღის წინო, იმ ერთი კაცის გამო დაბრუნდითო.

მოკლედ, ჩვენს ნაცნობს სალომე და გვანცა ყანაში დაადგნენ. ბანკი მეგონეთ და მაგიტომ არ გპასუხობდითო.

კაცი მხრებს იჩეჩავდა, რას ვიფიქრებდი, რომ გახსოვდითო – წავიდა, შეყარა მთელი სამეზობლო!

მოკლედ, ბოჩოლების საქმეს ახლა ერთი კი არა, სამი მომჩივანი ყავს.

საკონსტიტუციოში შევხვდებით.

Once u hit the road – ბევრ საინტერესო ამბავს გადააწყდები ჯეკ”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved