• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვუთხარი, რომ ამას მე არ გავაკეთებ” – სკანდალური ინტერვიუ “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან

ალია ავტორი - ალია
06:46 10-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

“მთავარი არხი” სკანდალური ინტერვიუს ანონს ავრცელებს “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან ელდარ გოგოლაძესთან.

ინტერვიუს მთავარი აქცენტები:

ბიძინა ივანიშვილი 2003 წლის დეკემბერეში შეეცადა პირველად პოლიტიკაში მოსვლას, მომიყვა თავის შეხვედრებზე სურკოვთან.

(შეგახსენებთ, ვლადისლავ სურკოვი 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო, 2011-2013 წლებში სურკოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 20 სექტემბერს სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა, 2020 წლის 18 თებერვალს, პრეზიდენტის ბრძანებით, სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.)

მილიარდელის გეგმები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით – ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, წავალ მოსკოვში, შევხვდები პატროშევს (ნიკოლოზ პატრუშევი  რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი 2008 წლიდან) და მხოლოდ მაგის შემდეგ ვიტყვი, თუ არ მომცეს თანხმობა, ანაკლიის პროექტში ერთ დოლარსაც ვერ ჩავდებო.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე? – ჩემთან სეიფში მისი სამი რუსული პასპორტი ინახებოდა მუდმივად.

როგორ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ფულის კეთება? – აბიტურიენტებს საგამოცდო ბილეთებს სთავაზობდა, ეს იყო წინა წლის ბილეთები, გადაყრილი ბილეთები, ართმევდა გარკვეულ თანხას და თუ ჩააბარებდა – ჩააბარებდა, თუ არადა მერე მიიმალებოდნენ. მილიარდელად იქცა იარაღის უკანონო ვაჭრობით – გემი იტვირთებოდა, დოკუმენტებში ეწერა მეტალის ჯართი და ანგოლაში იარაღის საფასურს ისტუმრებდნენ ალმასებით და ნედლი ნავთობით.

როგორ არჩევს ივანიშვილი კადრებს ბიზნესში და პოლიტიკაში? – ჩემთვის მას უთქვამს, რომ ის ბანკის მმართელის მოადგილეს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს აკეთებს “ლიფტიორებისაგან” და “ახრანიკებისაგან”. პარლამენტის ამჟამინდელი წევრებიდან, ზოგი ჩემი თანამშრომელი იყო…

უთვალთვალებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს? – თალაკვაძეს, კობახიძეს, გახარიას და სხვებს? – გამიკვირდება რომ ამას არ აკეთებდეს და მგონი უკვე ამათაც იციან ეს.

რა მიზეზით გაბრაზდა და რატომ ცდილობდა ივანიშვილი პატრიარქზე კომპრომატების მოპოვებას? – იყო მცდელობა კომპრომატის მოპოვების, ვუთხარი, რომ მე ამას არ გავაკეთებდი!

ვინ გასცა 20 ივნისს დარბევის ბრძანება? – ანზორ ჩუბინიძეს ამ ბრძანების გაცემა არ შეუძლია, ეჭვი მეპარება რომ პრემიერს გაეცა, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი!

პოლიტიკოსი, თუ ფსიქოპატი? – მას აქვს ჩემთვის მოყოლილი, რომ ის იწვა მოსკოვის საქალაქო ფსიქიატრიულ კილინიკაში, დიაგნოზი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მძიმე!

რომელი ენა იცის? – ჰქონდა მცდელობა ფრანგულის და ინგლისურის სწავლის, ჰყავდა მასწავლებლები, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ვერც ერთი ვერ ისწავლა.

რა რჩევას აძლევს ივანიშვილს? – ვურჩევ, გამოიძახოს “გაზპრომი”, დაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს ევროპაში. თუ წააგო არჩევნები და წასვლა მოუწია, ის არ გამოიძახებს დიდ თვითმფრინავს მთელი თავისი გუნდისთვის.

ექნება თუ არა ივანიშვილს ნიკა გვარამიას მოკვლაზე ნაფიქრი? – არ არის გამორიცხული და როდესაც ნახავს ამ ინტერვიუს, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მეტად, ჩემ მიმართ გაუჩნდეს ეს ფიქრი.

სრული ინტერვიუ, კვირას, “მთავარ არხზე”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიელდარ გოგოლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved