აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.
23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
„ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან. სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს მანდ. მიზანდასახული, წარმოუდგენელი ხალხია. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
„არ მსურს ამაზე საუბარი. ვნახოთ, რა გამოვა, თუმცა ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება. აშშ-ში ბევრი სომეხი ცხოვრობს. შესანიშნავი ხალხია. ჩვენ მათ დავეხმარებით“.
კომენტარები