• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა – არჩევნებამდე “ლელო” მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

ალია ავტორი - ალია
21:40 10-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

მამუკა ხაზარაძე ქუთაისში ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო და განაცხადა, რომ პარტია საქართველოს გამარჯვებისკენ ახალ სვლას “ლელოსთან” ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით იწყებს. 

“რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, გამარჯვების ფორმულას, თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და და როგორ მოვახდინოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მთავრობის ფორმირებას მოახდენს „ლელო“ და განახორციელებს „მარშალის გეგმას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


მისი თქმით, არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ წარსულ პოლიტიკაზე, ძველ სახეებზე. “ლელოს” თავმჯდომარის თქმით, პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება და ის ქვეყნის რეკონსტრუქციას პირველივე დღიდან დაიწყებს. 

“ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული, პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, “ლელოსთან” ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით. ახალ ცხოვრებას ახალი საწყისით 31 ოქტომბრიდან დავიწყებთ.
მინდა, ქუთაისიდან, ამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქიდან, საქართველოს შუაგულიდან მივმართო ყველას – რომ არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ეს ჩვენი შანსია, რათა ჩვენი  ქვეყანა გახდეს მიზიდულობის ცენტრი კულტურული თუ ფინანსური თვალსაზრისით და იქცეს რეგიონში წამყვან ძალად.
ქუთაისისთვის გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით. ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად და ამისათვის ყველაფერი გამზადებულია. ანაკლიის პროექტი იქნება ორგანულ კავშირში ქუთაისთან და ეს ორი ძარღვი იქნება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამამუშავებელი ძალა,”-განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved