• რეკლამა
  • კონტაქტი
12:28, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კანონმა მამაჩემს კლინიკაში დაწოლის უფლება შეუზღუდა – იმედი მაქვს მშვიდად გადავიტანთ ამ ღამეს”

ალია ავტორი - ალია
19:44 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მამაჩემს გულის პრობლემები აქვს. ბოლო წლებში იმდენად გაუმწვავდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს მამის ჰოსპოტალიაცია.

დღეს დილით, ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა, როგორც წინა შემთხვევებში. საჭირო გახდა მამას ჰოსპოტალიზაცია. წავიყვანეთ ზუსტად იმავე კლინიკაში, სადაც მკურნალობს ხოლმე, რადგან მამას ისტორია ისედაც ზეპირად იციან იქ.

კლინიკაში შესვლისას გაუზომეს სიცხე. ჰქონდა 37-ზე ოდნავ მეტი. კოვიდის რისკის გამო კლინიკაში მამა ვერ დააწვინეს. ახალი რეგულაციებით, თუ პაციენტს აქვს სიცხე, მაშინ უნდა მოვიტანოთ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი და შემდეგ დააწვენენ. ცხადია საავადმყოფოს არაფერს ვერჩი. კანონი კანონია. იქვე მითხრეს, რომ ეს ახალი რეგულაცია ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თორემ აქამდე, კარდიოლოგიური პრობლემების მქონდე პაციენტს თუ ტემპერატურა უწევდა, საავადმყოფო თავად იძახებდა ლაბორატორიას და პასუხის მოსვლამდე აგრძელებდა პაციენტის მკურნალობას. ახლა ეს რეგულაცია შეიცვალა და თუ პაციენტს აქვს სიცხე, კლინიკას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს და დააწვინოს. ვუთხარი, რომ ჩემი სახსრებით გამოვიძახებდი კერძო ლაბორატორიას. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ აქაც დანანებთ მითხრა, რომ რეგულაცია ამასაც ზღუდავს.

შეგახსენებთ, რომ მამას არ აქვს კოვიდის სიმპტომები. აქვს გულის მწვავე უკმარისობა, რომელიც პერიოდულად ისედაც აწუხებს.

საავადმყოფოში მიყვანილი მამა წავიყვანეთ სახლში და გამოვიძახეთ სასწრაფო.

სასწრაფოს ექიმმა, დროულად უნდა გადაიყვანოთ რომელიმე კარდიოლოგიურ კლინიკაშიო. მოვუყევით დილის ამბები. გაუზომეს სიცზე. სიცხე აღარ ჰქონდა, თუმცა, ექიმმა გვირჩია, ვაიდა ისევ აეწიოს ოდნავ, ტყუილად რომ არ წავიყვანოთ გულის კლინიკაში, ისეთი საავადმყოფო მოვძებნოთ, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგიც ჰყავთო.

ცხელების ცენტრი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სიცხიან პაციენტს არ შეუშვებენ და ცხელების ცენტრი შეუშვებს და ტესტაც აუღებს. სასწრაფოს ექიმმა, ამას გადამანაწილებელი მენეჯერი წყვეტს, დავურეკავ და ის გვეტყვის, რომელ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო. მენეჯერმა 45 წუთის განმავლობაში არ უპასუხა ტელეფონს. ვისხედით და ველოდებოდით. და როცა მენეჯერმა ყურმილი აიღო, ექიმს შესთავაზა კლინიკა, სადაც კარდიოლოგიური განყოფილება არ აქვს.

ექიმმა უთხრა, რომ პაციენტს ახლა ყველაზე მეტად კარდიოლოგი ჭირდება, რადგან აქვს უკმარისობა და ცხელების ცენტრში გადაყვანას არ აქვს აზრი, იმიტომ, რომ არ აქვს ვირუსის სიმტომები პერიოდული დაბალი სიცხის გარდა. იმან იქიდან, ასე გადანაწილდა და რა ვქნაო.

ანუ, მამას, რომელსაც აწუხებს გული:

გულის კლინიკა, რომელსაც არ აქვს ცხელების ცენტრის სტატუსი მამაჩემს ვერ იღებს, რეგულაციების გამო;

მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგებიც ჰყავთ, ადგილები არაა;

უბრალო ცხელების ცენტრი ვერ დაგვეხმარება.

მაინც ჩავისვი მანქანაში და მივადექით რამდენიმე ცენტრს, სადაც ვიცით, რომ ორივე სტატუსი აქვს (გული, ცხელება), თუმცა, ყველგან გვითხრეს, რომ არ აქვთ ადგილები და მართლა არ აქვთ, ბევრ ადამიანს, ვისაც ხელი მიუწვდება გადავამოწმებინე.

გამოვიძახე კერძო ლაბორატორია. რომელსაც 3 დღე სრულად ჰქონდა შევსებული, მაგრამ ბევრი თხოვნის და კარგი მეგობრების წყალობით გამოძებნეს დამატებითი რესურსები და მოვიდნენ სახლში ტესტის ასაღებად. ასევე მათი დახმარებით, ტესტის პასუხი იქნება ხვალ. უარყოფითის შემთხვევაში (იმედი მაქვს, ასეც იქნება), უკვე მამას ექნება უფლება დაწვეს ნებისმიერ კარდიოკლინიკაში.

დღეს დილიდან ვაკატავებ მამაჩემს მანქანით, იმიტომ, რომ ორი რეგულაცია ერთმანეთს შეასკდა და ისეთ ჩიხში შევიდა, თეორიული გამოსავალიც არ დატოვა.

ვართ ასე. ტესტის პასუხებამდე სატელეფონო კონტაქტზე კარდიოლოგთან. არც ისე მსუბუქი პაციენტი გვიწევს სახლში, რომელსაც კანონმა საავადმყოფოში დაწოლის უფლება შეუზღუდა. იმედი მაქვს მშვიდად გადავიტანთ ამ ღამეს.

ძალიან ვნერვიულობ და ძალიან გაბრაზებული ვარ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ახლა მთავარია ტესტის პასუხი მოვიდეს და მერე მამას ვუმკურნალოთ.”

თეგები: ბექა კოკაიაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved