• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახეთ, როგორი პროექტი განვახორციელეთ საქართველოსთან – სომხეთი დღეს ნანობს”

ალია ავტორი - ალია
15:11 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში სიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.

“ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან – საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ და კარგი მეგობრები და მეზობლები არიან.

ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემი აზრით, აზრებაიჯანი არის სიდიდით პირველი ან მეორე ინვესტორი საქართველოში თურქეთთან ერთად, გადასახადის პირველი ან მეორე უმსხვილესი გადამხდელი.

90-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც გაზსადენის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, დასავლეთის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მას სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო. თუმცა სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში მილსადენი შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს იყო უმოკლესი გზა. თუ რუკას შეხედავთ, ნახავთ მილსადენის მარშრუტს. ის ისე შედგა, რომ სომხეთს გვერდს უვლიდა. თუმცა სომხები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ მილსადენის აშენებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უარით უპასუხეს.

ვფიქრობ, რომ ახლა ისინი ამას ნანობენ. ოკუპაციის გამო ისინი ჩიხში გაიჭედნენ. ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მილსადენებსა და რკინიგზას ვერ ავაშენებთ. ისინი ყარსი-გიუმრის რკინიგზის ექსპლუატაციას ყოველთვის მხარს უჭერდნენ. ეს რკინიგზა არსებობდა, მაგრამ ჩვენმა მოძმე თურქეთმა ის სომხური ოკუპაციის გამო დახურა. ამრიგად, სინამდვილეში, სომხეთს აქვს ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და თურქეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების გამო, სომხეთ-თურქეთის საზღვარი დაკეტილია. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათ კონსტიტუციაში გაწერილია ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის წინააღმდე. ისეთი მძლავრი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც დღევანდელი თურქეთია, ტერიტორიული პრეტენზიები რომ გქონდეს, შეშლილი უნდა იყო. მაგრამ მათი იდეოლოგიის არსი სწორედ ესაა.

მოლაპარაკებების დროს, სომხეთის წინა ხელისუფლებას შეატყობინეს, რომ ოკუპაციის დასრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელება შეუძლია. ეს შეტყობინებები სომხეთის წინა პრეზიდენტებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მეშვეობით ეგზავნებოდა. სომხურმა მხარემ ისინი უარყო.

დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრული უმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე და დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ტერიტორიები გაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონ ვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ ტერიტორიის აღსადგენად დაბრუნდებიან. თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინი კომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთი თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოკუპაციის გამოა დაკეტილი და როდესაც ოკუპაცია დასრულდება, საზღვარი გაიხსნება.

ეს თურქეთის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკაა და სომხებმა ამის შესახებ იციან. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გარეშე სომხეთს მომავალი არ აქვს, რადგან ეს პატარა ბაზარია და ახლა კიდევ უფრო მცირდება. მოსახლეობა მცირდება, მიგრაცია ძალიან მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთში რეალური მოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებია და ის კიდევ უფრო შემცირდება, რადგან სამუშაო აღარ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ თავიანთი მოსავლიანი ოკუპირებული მიწები დაკარგეს. თუ გადახედავთ ზემოდან გადაღებულ სურათებს, ნახავთ, როგორ იყენებენ ისინი ჩვენს მიწებს არალეგალური პროდუქციისთვის. ისინი იყენებენ არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არამედ კელბაჯარის ოქროს მაღაროებსაც. თუ ისინი არ შეაჩერებენ თავიანთ მოქმედებას, იქ არის უცხოური კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ. სხვათა შორის, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მალე შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას. ამრიგად, იმის გამო, რომ მათ ჩამოერთმევათ სოფლის მეურნეობის ასეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, ისინი უფრო მეტ პრობლემას წააწყდებიან და დაზარალდებიან, ჩვენ კი განვვითარდებით. ჩვენი მოსახლეობა იზრდება. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონია, აზერბაიჯანის – 10 მილიონი. ხოლო სომხეთის მოსახლეობა ორ მილიონზე ნაკლებია. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ ისინი აქ 10, 20, 50 წელიწადში, თუ ისინი გააგრძელებენ ელემენტარული ლოგიკის უარყოფას და არ დაასრულებენ ოკუპაციას”

წყარო: haqqin.az

თეგები: აზერბაიჯანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved