• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ მაინც და მაინც ნაცმოძრაობის აქტივისტი მძევალი? რატომ მაინც და მაინც კავშირზე გასვლა ნაცმოძრაობის ტელეარხთან?”

ალია ავტორი - ალია
23:11 10-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“პატრიატთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“1. ასეთი სპეცოპერაციების დროს უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი მძევლების გადარჩენაა! ყველა მძევალი გადარჩა, ცოცხალია. ამდენად, უკამათოა, რომ პოლიციამ სწორად იმოქმედა! სიფრთხილეს და უსისხლო მოქმედებას ალტერნატივა არა აქვს. როცა ოპოზიცია აფასებს პროცესს, ყველამ უნდა ვიფიქროთ – კონკრეტულ ვითარებაში ჩვენ როგორ ვიმოქმედებდით? გპასუხობთ: პირველ რიგში, ვიფიქრებდით მძევლების უსაფრთხოებაზე!

2. არის თუ არა გმირობა, როცა პოლიციელებმა ჩაანაცვლეს მძევლები. უკამათოდ გმირობაა. ესაა პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოხატულება!

3. დარჩა თუ არა კითხვები. რა თქმა უნდა, დარჩა: რატომ მაინც და მაინც ნაცმოძრაობის აქტივისტი მძევალი? რატომ მაინც და მაინც კავშირზე გასვლა ნაცმოძრაობის ტელეარხთან? და ა.შ.

4. გაშუქება- მედიას ჰმართებს მეტი სიფრთხილე. დაუშვებელია, როცა სნაიპერს და მისი ლოკაციის ადგილს აჩვენებ პირდაპირ ეთერში! აქ ბეწვის ხიდია გასავლელი. გაშუქება საჭიროა, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ დაუშვებელია,- პირდაპირ ეთერში აჩვენო გარეპერიმეტრი, სნაიპერთა ლოკაციის ადგილი, პოლიციის მძიმე ტექნიკა, პოლიციის რაოდენობა და ა.შ.

5. მინუსი ისაა, რომ თავდამსხმელი ჯერ არაა დაკავებული. თუმცა, სპეცოპერაცია გრძელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

6. სინამდვილეში რა აძლევს ბიძგს ამ ფაქტს და სხვა მსგავს (უფრო პატარა მასშტაბის) ფაქტებს? პასუხი: დამნაშავეების დაუსჯელობა, რაც დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”. დამნაშავეების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას. დღეს სწორედ ეს ხდება და უარესი მოხდება, თუ “ქართული ოცნება” არ დაასრულებს სააკაშვილ- ბოკერიების თან, ლანძღვა-გინებას, მაგრამ კულისებში მათთან გარიგებას და მათ მუდმივ გაცოცხლებას.

7. სპეცოპერაცია გრძელდება და პოლიტიკოსებს, ასევე, გვმართებს პასუხისმგებლობა, – მთელი სურათი დავინახოთ და მერე გამოვიტანოთ მეტ-ნაკლებად კომპეტენტური დასკვნები.”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved