„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება, ნინოწმინდიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა, ასევე ქალი ჭარბწონიანი იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ცხელების ცენტრში პაციენტი კიორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ ტესტის პასუხი იქნებოდა.
ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და ის კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.
კომენტარები