• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაისში უკვე იცოდნენ რომ იქნებოდა ინფიცირებულთა მატება” – რა უნდა გააკეთოს სასწრაფოდ ჯანდაცვამ

ალია ავტორი - ალია
15:49 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, ქართულ-ამერიკული ცენტრის ,,რეპროარტის“ კლინიკური განვითარების მენეჯერმა, გიორგი კავკასიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა:

მართვა ჯერ კიდევ შეიძლება, თუ მოხერხდება ნაკადების მართვა – პაციენტების სწორი მიმართულებით დაკვალიანება. ამისთვის უნდა მუშაობდეს კარგად 112, სასწრაფო დახმარება და ოჯახის ექიმები – ფაქტია, რომ ეს ღერძი არ მუშაობს და ამიტომ არის რიგები.

მივმართოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემულეებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება სახლში პაციენტების მართვაზე – ჩავწეროთ და მოუსმინონ ოჯახის ექიმებმა როგორ იმართება უცხოეთში სახლში მყოფი პაციენტის კვლევა. თუ ეს ღერძი ცუდად იმუშავებს, გვექნება ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობა.

ტალღებზე ლაპარაკი სისულელეა, ის რომ პაციენტების და ინფიცირებულის რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებდა, ეს იცოდა ყველამ, ჯერ კიდევ მაისში იყო ამაზე საუბარი – უნდა მოემზადებინათ დამატებითი ოპერატორები, უნდა გაეყვანათ დამატებითი ხალხი. ჩემი ნაცნობი 45 წუთი ვერ დაუკავშირდა 112-ს.

პრობლემა არის პროგნოზირებაში, უნდა ყოფილიყორამდენიმე სცენარი გაწერილი, დღეში 200-ით, 1000-თ N ჰქონოდა ყველა სცენარს შესაფერისი გეგმა, როგორც ჩანს, ასეთი გეგმა არ არსებობს. როდესაც ასე ირევა სიტუაცია, ყოველთვის ცუდს ფიქრობ და ფიქრობ, რომ საერთოდ არც უფიქრია ამაზე – რა ვქნა, ასეთი მოსაზრებაც არსებობს.

დასამატებელია ოპერატორები 112-ში, სანახავია ტრიაჟის კითხვარი, რომელი კითხვარითაც ამისამართებენ პაციენტებს ცხელების ცენტრში, ოჯახის ექიმთნ, თუ კლინიკაში. ამ კითხვარებით ავტომატურად ფასდება რამდენად მძიმეა პაციენტი და რას უნდა ველოდოთ. ამის გაკეთება 24 საათშიც შეიძლება

თავის დროზე ჩაკეტვა იყო სწორი, ჩაკეტვის აზრი ის იყო, რომ სისტემა მომზადებულიყო დარტყმისთვის – უზარმაზარი თანხები შემოვიდა და დიდი დროც გვქონდა, მაგრამ არაფერი გაკეთდა, ახლა 6 თვის კომპენსირება 2 დღეში შეუძლებელია, თუმცა, რაც ზემოთ ვთქვი, თუ იმას გავაკებთ, გაადვილებს სიტუაციას.

თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved