• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება

ალია ავტორი - ალია
15:29 10-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

კორონავირუსის პრევენციის მიზნით “ლელო”  აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის  სავალდებულო,  გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე. 

რაც შეეხება თანამშრომლებსა და “ლელოს”  ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია. 

ტესტი გუშინვე ჩაიტარა  მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია.

“ლელო” აქტიურ რეჟიმში  განაგრძობს მუშაობას და არჩევნებისთვის ემზადება. 
 
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, “ლელო” ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ. 
“დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლებას მიშვებული აქვს კოვიდ ეპიდემია. როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი?! ამას ყველაზე მწვავედ ვხედავ და ვწუხვარ, რომ დღეს ექიმები იქცნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად.  ყველა წესის დაცვით  აქტიურად   გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გავალთ სოფლებში და რეგიონებში. “ლელო” გისურვებთ ჯანმრთელობას და აუცილებლად ჩავატარებთ არჩევნებს ყველა წესის დაცვით,”- განაცხადა კუპრაძემ. 

“მათ, ვისაც გაუხარდათ “ლელოს” რიგებში კოვიდის დადასტურება, მინდა, რომ იმედები გავუცრუო, “ლელო” აგრძელებს სრულ სვლას გამარჯვებისკენ”-ამის შესახებ პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე საუბრობს. 
“ჩვენ ყოველდღიურად ვართ ველზე, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას, მამუკა ხაზარაძეც თავს გრძნობს უკეთესად, აღარ აქვს სიცხე და ამიტომაც ყველა ფრონტზე, იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს ველზე, თუ ნებისმიერ სივრცეში, აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამომრჩეველთან 31 ოქტომბრამდე და ლელოს დამაჯერებელ გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩვენს ოფისში მიმდინარე სამუშაოებს, ტარდება დეზინფექცია, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე საქართველოს მასშტაბით “ლელოს” ყველა ოფისში. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების წესს, ყველა პროცედურის დაცვით ვმუშაობთ, მათ შორის, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს ერთეული შემთხვევა არის ლოკალიზებული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,”- განაცხადა ბუაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved