• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – “ქართული ოცნება” პოლიტიკურად სრული ბანკროტია

ალია ავტორი - ალია
19:00 10-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57


„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე  სრული ბანკროტია. მათ ყველა სფეროში მარცხი განიცადეს,“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისვე თქმით, არავის შეუძლია, დაასახელოს თუნდაც ერთი  წარმატებული პროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა  შეასრულა.

„არ არსებობს არცერთი პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე და წარმატებით დაასრულა. თუნდაც პანდემია, რომელიც პირველ ეტაპზე მთელ მსოფლიოს მოედო და „ქართულმა ოცნებამ“ გააპიარა, თითქოს მართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით მეორე ტალღას.  ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, გაკეთებულიყო ინტერპარტიული საბჭო, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილება შეჯერებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის. რადგან როდესაც პანდემია იწყება, ეს ომის ტოლფასია და უნდა გაეთვალისწინებინათ. ინიციატივა, რომელიც ასევე შევთავაზეთ, იყო 3 მლრდ. საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოზიდული თანხების ინვესტირება, არამედ მოხდებოდა შიდა რესურსების მობილიზებით. ამით  ჩვენ მივცემდით საშუალებას ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა დავალიანება, ახალი საკრედიტო ისტორია დაეწყოთ და სტრესს მოვუხსნიდით ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც დღეს მიდის კოლაფსისკენ. ჩვენი ინიციატივები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ 200 000 მილიონიანი საგარანტიო ფონდი შექმნეს და დაურიგეს თავიანთ  პარტიულ კომპანიებს,“-განაცხადა  მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ვალით ავსებ და მას 200 ლარად არიგებ. ამ დროს კი არ ითვალისწინებ ხვალინდელ დღეს. მმართველი გუნდი სამომავლო გარანტიას ვერ იძლევა, ამ დროს კი ვალის ხარჯზე არიგებს თანხებს.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved