• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერს შეუძლია აკრძალოს მიმოსვლის, შრომის, საკუთრების უფლება – ამისთვის ჯერ კიდევ მაისში მოემზადა

ალია ავტორი - ალია
16:13 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

დღეს, როცა ინფიცირების 919 შემთხვევა გვაქვს, უკვე დაიწყო იმის განხილვა, შემოიღებს თუ არა პრემიერი საგანგებო მდგომარეობას ამ კომენდანტის საათს.

იურისტების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება კომენდანტის საათს ვერ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობის გარეშე, საგანგებო მდგომარეობას თუ დააწესებს – მას არჩევნების გადადება მოუწევს.

უპს, ბატონ იურისტებს ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ავიწყდებათ, რომელიც ხელისუფლებამ “ალიას” პროტესტის ფონზე მაინც მიიღო ამა წლის მაისის ბოლოს 15 ივლისამდე და 14 ივლისს კი 1 იანვრამდე გააგრძელა, ეს გახლავთ ცვლილებები კანონში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ.

ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და მაშინ “ალიამ” მას უწოდა კიდეც – საკანონმდებლო დიქტატურა! ამ კანონის ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა, რა დამატებითი უფლებები მიენიჭა პრემიერს საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე.

ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო, ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია არჩევნების გადადება, თუ მას ამის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, სხვა მხრივ, სრულიად თავისუფლად შეუძლია, საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადოს, მაგრამ შეგვზღუდოს ისე, როგორც სურს და არც არჩევნები გადადოს. პირიქით, მეტი და მეტი გადასატანი ყუთი გამოიყენოს შეუძლია კარანტინში, კიდევ ერთი ახალი რეგულაციის წყალობით.

სწორედ ამიტომ ამახვილებს ყურადღებას ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე, სწორედ ამისთვის მოემზადა მაისში!

ახლავე წვრილად გაგახსენებთ, რისი შეზღუდვა შეუძლია პრემიერს:

განსაზღვროს იზოლაციის წესი (ვინ, სად, როდის და რამდენი ხნით განათავსოს)

საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის,

პირთა მიმოსვლის,

საკუთრების,

შრომის,

პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის,

უკანონომიგრაციის/საერთაშორისო დაცვის,

ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას,

მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირს არა აქვს მოითხოვოს ფიზიკური დასწრება პროცესზე, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სხდომა დისტანციურად უნდა ჩატარდეს.

რაში სჭირდება საგანგებო მდგომარეობის შემოღება, როცა შეუძლია მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, ეკონომიკური საქმიანობის უფლების შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე?

ქალაქის ჩაკეტვა შეუძლია? – შეუძლია

შეუძლია, ქალაქიდან გასვლა აგიკრძალოს? – შეუძლია

ტრანსპორტის გაჩერება შეუძლია? – შეუძლია

მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სილამაზის სალონების, ბაზრების დაკეტვა შეუძლია? – შეუძლია

შეუძლია რესტორნები დაკეტოს რაღაც საათის შემდეგ? – კი, უკვე დაკეტა 22 საათის შემდგომ.

შეუძლია საერთოდ დაკეტოს რესტორნები, ბარები, სასტუმროები? – კი, შეუძლია

შეუძლია, აფთიაქებს დაუწესოს სამუშაო საათები? – შეუძლია

შეუძლია აკრძალოს 3 პირზე მეტი ადამიანის შეკრება? – შეუძლია.

შეუძლია ღია სივრცეშიც გაიძულოს პირბადით სიარული? – შეუძლია

რა არ შეუძლია?

და რატომ უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა? დაკეტავს, გააჩერებს ყველაფერს თუ დასჭირდა და იარე კორპუსის წინ, რამდენიც გინდა. შეხვდები მეგობრებს? – დაგაჯარიმებს. შეიკრიბები? – დაგაჯარიმებს. ასე რომ სიარულიც მარტოს მოგიწევს.

“ალია” დაუკავშირდა იურისტ გურამ კონტუაძეს, რომელიც გვიყვება, რომ მხოლოდ იურიდიულ ტერმინებშია განსხვავება, თორე, ტექნიკურად, მთავრობას, ყველა იმ შეზღუდვის შემოღება შეუძლია (სხვა სახელით, მიმოსვლის უფლების აკრძალვით, მაგალითად), რისი შემოღებაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეეძლო, ამის დასტურია, ბათუმი და სვანეთი, სადაც გამოიყენეს შეზღუდვები, ამის დასტურია, რესტორნების დაკეტვა 22 საათის შემდეგ და ა.შ.

ასე რომ, ძვირფასო იურსტებო, მაისში და ივლისში, როგორც მახსოვს, მხოლოდ რამდენიმეს პროტესტი გვესმოდა, ახლა კი გვიანია იმაზე საუბარი, რამდენის უფლება მივეცით მთავრობას, აი, იმის მტკიცება კი, რომ შეზღუდვებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვერ შემოიღებს – უაზრობაა. არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, შემოიღებს შეზღუდვებს და არჩევნებსაც ისე ჩაატარებს, როგორც მოესურვება!

ხო, დღეს კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება გააჟღერა პრემიერმა – 1 იანვრიდან პირდაპირი ფრენები აღდგება ევროპასთან და ეკონომიკა ამოისუნთქებს, თქვენ კი მეტად დასაქმდებითო! დიდი ალბათობით, ამ ციფრებით, ევროპის ქალაქები ჩვენთან ფრენაზე უარს იტყვიან, მაგრამ დაპირება კარგად ჟღერს! მართალია, დღეში 20 ინფიცირებულის ფონზე ავკრძალეთ ფრენა და მთელი ზაფხული ვიშიმშილეთ, მაგრამ 1 ნოემბერი სულ სხვაა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”
ახალი ამბები

ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”

13:50 06-01-2026
საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
ახალი ამბები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

11:59 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved