• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფიცირებული პედაგოგის სკანდალური წერილი – “მორჩა, კლინიკებში ადგილი არაა!”

ალია ავტორი - ალია
02:48 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგის, მაკა ს-ს, კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, სკოლა დროებით გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

პედაგოგი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს, მიუხედავად იმისა, რომ მას სიცხე ჰქონდა, მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით მოახერხა ტესტირების ჩატარება და მას შემდეგ, რაც დაუდასტურდა ვირუსი, წერს, რომ იგი კლინიკაში ვერ გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახა – წერს რომ ეშინია გულის და სისხლძარღვების:

“გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის.

ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი.

დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!”

ცოტა ადრე მაკა წერდა:

13.10

“ბევრი მეკითხება დღევანდელ ამბებს. ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით ტესტირებაზე ვიყავი დღეს და ხვალ პასუხი მეცოდინება. იმდენად ფართომასშტაბიანია გავრცელება, უბრალოდ ვერ აუდის სისტემა. გაფრთხილდით, ხალხო! თავს ისევ ისე ვგრძნობ, როგორც გუშინ. არც უკეთ ვარ და არც უარესად. თუ ესაა კორონა და არ დამიმძიმდა მდგომარეობა, ამას კი გადავაგორებ. ჰო, ტემპერატურამ აიწია. ახლა უკვე 38 მაქვს.”

“ყველაზე საშინელია თვალების წვა და უწყვეტად ცხელი ცრემლები თვალებიდან. ცხოვრებაში რაც სულიერი და ფიზიკური ტკივილი მომითმენია, ყველას სანაცვლო დაუღვრელი ცრემლი ახლა მადინა ამ ვირუსმა…“

14.10

“ტესტის პასუხის მოლოდინში სული გამძვრა. იმდენი ხალხი მწერს, მირეკავს და მეკითხება, უკვე ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ნეტავ მდუმარედ დავგდებულიყავ და ასე არ ამეწრიალებინა-მეთქი ყველაფერი. წერას რომ ვყავარ ატანილი და ყველაფერზე ვწერ, იმედია, შემინდობთ. არ მასვენებს გამჩენი. მომწერეს, რომ საეჭვოა და მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა. პასუხს კი საღამოს გამაგებინებენ სავარაუდოდ. როგორც კი გავიგებ პასუხს, აქ დავწერ და ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ მკითხოთ ამ თემაზე, თორემ მტკვარი ახლოსაა

მიმტყუნა ნერვებმა უკვე. წუხელ ტერენტი გრანელივით ვიყავი… “ავად ვიყავი წუხელ, ვკვდებოდი”… ვინ ზოზია მიგონებდა, არ ვიცი, მაგრამ ცოცხალი თუ გავაღწევდი დილამდე, არ მეგონა. მქონდა სიცხე 38, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ ცეცხლის ალში ვიწვოდი. თავის ტკივილი არ მიჩერდებოდა, თვალები მეწვოდა და ცხელ ცრემლებს ვღვრიდი, სახსრებში ერთიანად დაშლილი ვიყავი. წამლები მივიყარე, წამებით ჩამეძინა და დილას 10-ზე რომ გამეღვიძა, შეგრძნება მქონდა, რომ საფლავიდან ავდექი. დღესაც ისე ვარ, როგორც გუშინ და გუშინწინ. მადლობა საოცარი სითბოსა და სიყვარულისთვის. ის, რომ აქ ვაქვეყნებ საჯაროდ ყველაფერს, ალბათ ცოტა ეგოისტური მომენტიც არის, რომ ვისარგებლო თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით… ძალიან, ძალიან, ძალიან გაფრთხილდით. ძალიან, ძალიან, ძალიან მოუარეთ თავს. უვერაგესი რამაა.”

“პასუხი დადებითია.”

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემი სტაციონარში მწოლიარე პაციენტების შესახებ, უკვე 5 ოქტომბრის შემდეგ მონაცემი არ ახლდება და უკვე ლამის 10 დღეა წერენ რომ სტაციონარში მოთავსებულია 836 პაციენტი! მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საწოლფონდი გაიზარდა, სტაციონარში მაინც მხოლოდ 836 პაციენტი წევს, სამინისტროს რომ ჰკითხო, რაც ბადებს ეჭვს, საერთოდ ჰქონდათ კი 836 ადგილი სტაციონარში? მართალია, სამინისტრო ამტკიცებს, რომ 3 000 საწოლი აქვთ, მაგრამ, ფაქტი ჯიუტია.


თეგები: კორონავირუსიმაკა სახურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved