• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს” – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
00:58 10-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურება. უმრავლესობის განცხადებით, „ლელოს“ აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. 

გეგელია მათ განცხადებას კომიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების”ლიდერების ბრალდებები სამარცხვინოა. 

“ლელოს აქტივისტის, რაშად მუსაევის მიმართ უმრავლესობის მიერ დასახელებული ბრალდებები, რომ თურმე იგი “ქართული ოცნების” წევრებს ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდა, არის კომიკური. “ლელოს” არაერთი წევრის მსგავსად, რაშად მუსაევი თვითონ არის მუქარის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაშად მუსაევზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მოსყიდვის, გადაბირების და პატიმრობით დაშინების მცდელობები,”-აცხადებს გეგელია. 

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკურ უსუსურობასა და ორმაგ სტანდარტს. 

“მაშინ, როდესაც ოცნების პარტაქტივი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინებასა და დევნაში, ხელისუფლება თავის ე.წ. გამოძიებას იწყებს შუაში მუქარის და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულებით, ნაცვლად გამოძიების სათავეში დაწყებისა ლ, სადაც თვითონ ქართული ოცნება და მისი მოძალადე ამფსონები იმყოფებიან. ეს აბსურდული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება სულს ღაფავს. ლელოს “მარშალის გეგმით” და მზარდი ორნიშნა რეიტინგით დაშინებული ხელისუფლება ჩვენი კეთილსინდისიერი, პატრიოტი თანაგუნდელების დევნის გარდა აღარაფერი დარჩენია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ უგუნურ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუდგებით,” – განაცხადა გეგელიამ.

თეგები: გრიგოლ გეგელიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved