• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სვეს, დათვრნენ და “ვარავსკოი” ნაგავი მუსიკა და მამაპაპური ხვევნა-ბღლარძუნი ატეხეს”

ალია ავტორი - ალია
19:16 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი ზურაბ ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სოციალურ ქსელში კოვიდდღიურების წერას განაგრძობს

“დღეს არის მე-8 დღე მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამომივლინდა. სიცხე არცერთს გვაქვს. ირაკლის ამოსახველებელი სჭირდება, თუმცა ცალკე ხველა არ გვაქვს. სისხლის გამათხელებელს გვიკეთებენ. დღეს ყველაზე მშვიდი დღეა ჩვენთვის. ხვალ კიდევ მიწევს ანალიზები და ვნახოთ, რას მეტყვიან. მაინც მგონია, რომ მსუბუქად გადაგვაქვს.

ვხვდები, რომ ჩემი და ჩემი ძმის ერთი მიმიკის ცვლილებაც კი შიშის და შფოთვისმომგვრელია ყველა გარშემომყოფისთვის, რადგან ჩვენი თითეული ნეგატიური ამბავი შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერი მათგანისთვის სიმპტომი გახდეს.

გუშინ ვეუბნებოდი ირაკლის, რომ ერთადერთი, რითაც მართლა დავისვენეთ, კოვიდის ქონის შიშია, რომ არიქა, ახლა ხომ არ მჭირს და არიქა, პირბადე ცუდად ხომ არ მეკეთა და ა.შ. ჩვენთვის ეს ისტერიკა, ალბათ, 2-3 თვით დასრულებულია. შეიძლება, უფრო მეტითაც, მაგრამ ამის კვლევები ჯერ ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა, რადგან ვირუსი 10 თვეა, რაც არსებობს.

ისიც საინტერესოა, ვის როგორი მუტაციაგამოვლილი ვირუსი შეხვდება. ის ხომ ორგანიზმიდან ორგანიზმში მოგზაურობს და მათს იმუნიტეტებთან აქვს ომი. შესაბისად, არის ვარაუდი, რომ რაც უფრო დრო გადის, ვირუსი უფრო უძლურდება, რაც მომდევნო მიმღებებს ვითარებას აღარ ურთულებს, თუმცა კორონას შემთხვევაში, ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, რადგან ვირუსებს ასევე ახასიათებთ მუტაცია და შესაძლოა, პირიქით, უფრო მეტი თავდაცვა გამოიმუშავონ…

ბოლო სამი დღეა, წამოღებული ფოტოაპარატი ამოვქოქე და დეტალებს ვიღებ. მინდა, ჩვენი ყოველდღიურობა მეტნაკლებად ავსახო. პალატა, საწოლები, წამლები, უამრავი პლასტმასის ჭიქა, რომლითაც აბებს გვაწვდიან, შეფუთული ექიმები და ხედები. ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ.

ჩვენი საავადმყოფოს წინ მშენებლობაა. არ ვიცით, რას აშენებენ, თუმცა გუშინ საღამოს მუშებმა მანქანის ძარაზე სვეს, დათვრნენ და “ვარავსკოი” ნაგავი მუსიკა და ერთმანეთთან მამაპაპური ხვევნა-ბღლარძუნი ატეხეს, დღეს კი ვიღაცებს ეჩხუბნენ და ეზოში გაწევ-გამოწევა იყო.

ასეა, ვცდილობ, მოწყენილობაც არამოსაწყენ მრავალფეროვნებად ვაქციო, რო როგორმე სწრაფად გავიდეს კორონასთვის გამოყოფილი დრო. ჯანმრთელობა თქვენ” 

თეგები: ზურა ბალანჩივაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved