• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2×2=4 – მუქარა თუ გაფრთხილება საქართველოს ელჩებს – მედეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:33 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი საჯარო მოხელეების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, და ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველ გზავნილებს ეხმაურება. 


მედეა მეტრეველის თქმით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლას და დაშინებას.
“საჯარო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები და დღეს მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ჩემთვის სწორედ ასეთი მაღალი კატეგორიის საჯარო მოხელეა და მეამაყება, რომ ასეთი ელჩი ჰყავს საქართველოს ევროპაში. გიგის მხარდამჭერმა პოსტმა,  თავის კოლეგის ივერი მელაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ოცნების ხელისუფლების მონური მორჩილებით გამორჩეული ვაი ექსპერტების წყრომა დაიმსახურა. გია აბაშიძის შეფასება, რომლითაც ის გიგის განცხადებას გამოეხმაურა  – როგორც 2×2=4-ო ასეთი ნაბიჯების გამო თანამდებობებს ტოვებენო – სხვა არაფერია თუ არა ღია მუქარა არა მხოლოდ გიგის, არამედ ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც საკუთარი აზრის და კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო შესაძლოა „დაისაჯოს“. ეს არის ზეწოლა თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებზე, სისტემის მხრიდან გაფრთხილება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ტოტალურ დაშინებას. სოლიდარობისგან დაცლილ საზოგადოებად ვერასოდეს გვაქცევთ, ღირსებას ვერ შეგვილახავთ და ოქტომბრის თვეში დასრულდებით როგორც 2×2=4,”- აცხადებს მედეა მეტრეველი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმედეა მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved