• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ვუმალავთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსზე? – ექიმის სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
21:07 01-31-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ითვალისწინებს, იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც მზად არ არინ!

პასუხად საქართველოს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ!

დღის მანძილზე უამრავი ექიმი დაგვიკავშირდა:

ტყუილი პირველი: – ჩვენ მზად ვართ!

“ჩვენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვაქვს სულ 5 ბოქსირებული პალატა. სულ გვაქვს 4 ინფექციური საავამდყოფო და თბილისის საავამდყოფოს ყველაზე მეტი ბოქსირებული პალატა აქვს. დანარჩენებს ზოგს 4 აქვს და ზოგს სამი. როგორც ვიცი, სულ გვაქვს ინფექციური საავადმყოფოებში 16 ბოქსირებული პალატა.

16 პაციენტის მიღება შეგვიძლია სულ!

9 სრულწლოვანი შეიყვანეს ინფექციურ კლინიკაში და ორი არასრულწლოვანი – გვითხრეს ბოქსებში შეგვყავსო – სულ 5 ბოქსირებული პალატაა, თითოში – თითო პაციენტი უნდა მოათავსო, როგორ არ რცხვენია ამირან გამყრელიძეს, ასეთ უტიფარ ტყუილზე? ეჭვი ხომ იყო კორონავირუსის? და 11 პაციენტი წამოიყვანა ინფექციურში და არ დაანაწილა რეგიონებში?

კარანტინი არ გვაქვს – კარანტინის დროსაც პაციენტი უნდა მოათავსო ბოქსირებულ პალატაში – ამიტომ წაიყვანეს ქართველები ჩინეთიდან თურქეთში!

ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, მათი ახლობლების მოთავსება კარანტინში და მორჩა – ადგილი არ დარჩება. მოუწევთ ჩვეულებრივ პალატებში დააწვინონ ხალხი და მოიტყუონ, რომ უბრალო ვირუსი აქვთ!”

ტყუილი მეორე: – ჩვენ ვადგენთ კორონავირუსის ინფექციას ლაბორატორიულად

“ჩვენ ვერ ვადგენთ კორონავირუსს ლაბორატორიულად, ორი დღეა იძახის გამყრელიძე, ლაბორატორიულად ვადგენთო, მაგრამ ვერ ვადგენთ. გამორიცხვის მეთოდით გვიწევს დადგენა – არ შეიძლება ამ ვირუსთან ხუმრობა და გამორიცხვის მეთოდზე საუბარი.

ტესტები არ ჩამოუტანიათ, არც შეუკვეთავთ, ამ წუთისთვისაც არ არის შეკვეთილი, ჩვენ ხომ მზად ვართ? ასე არ განაცხადეს? არავინ დაგაყენებს ქვეყანას, რომელიც მზად ხარ, პრიორიტეტად! ჯერ იმას მისცემენ, ვინც მზად არ არის.

ტყუილი სამი – ექიმები აღჭურვილნი არიან და ინსტრუქციაც ჩაუტარდათ

ექიმები აღჭურვილნი არიანო, ექიმებს იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ პაციენტი გადაიყვანოს ისე, როგორც საჭიროა. სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება პაციენტსაც. რასაც ხედავთ, სასწრაფო სამედიცინო ექიმების აღჭურვილობაში – ეს არ არის პირველი დონის აღჭურვილობა,ეს იყო მეორე დონის აი, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსებში – კი ბატონო.

სასწრაფო სამედიცინო მანქანას პაციენტის გადაყვანის მერე არ უტარდება დეზინფექცია, ისევე, როგორც ექიმს, რომელიც ფორმას გაიხდის. ისე ფორმის ჩაცმასა და გახდასაც თავისი წესი აქვს, რომელიც არიან ექიმები, რომლებმაც არ იციან, არ დასჭირვებით – არც არავინ უსმენს.”

ექიმები ამ ეტაპზე ისევ თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან, მაგრამ ღიად აზიარებენ და აკომენტარებენ “ალიას” მასალებს. დაგვპირდნენ, რომ კიდევ მოგვაწვდიან ინფორმაციას, რადგან საფრთხემ, რომელიც გვემუქრება, ექიმი, პაციენტი, მდიდარი და ღარიბი არ იცის.

კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერს – ითხოვონ დახმარება და ჯიუტად ნუ იმეორებენ, რომ მზად ვართ – არ არის სახუმარო მდგომარეობა, არც სიჯიუტის დროა.

ალია

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved