• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტოვებს “ოცნებას” იქცევა სწორად!”

ალია ავტორი - ალია
20:17 10-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პოლიტიკური მოძრაობის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება:

„ ბიძინა ივანიშვილის 35 წუთიან სიტყვაში  მე ისეთი ვერაფერი მოვისმინე, რომ სადღაც მაინც ჩამეთვალა,  რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი.

ვთვლი რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტოვებს „ოცნებას“ იქცევა სწორად და ეს ხალხის გვერდში დგომას ნიშნავს.

ივანიშვილის გამოსვლა არ იყო ლიდერის გამოსვლა. ეს იყო დაღლილი ადამიანის სიტყვა, რომელიც დაიღალა პოლიტიკაში ყოფნით და ეძებს გასასვლელს, თან ისე,  რომ მაქსიმალურად არ დაზიანდეს.

შესაბამისად, არც პროგრამა მოგვისმენია. ეს იყო საკუთარი ნამოქმედარის შემაჯამებელი სიტყვა, ისევ მხოლოდ  წინა ხელისუფლების დანაშაულები და არანაირი პერსპექტივა, არანაირი სიახლის შეთავაზება.

სცენაზე კი,  ბევრი თვითკმაყოფილი ჩინოვნიკი ვიხილეთ.  მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც სწორედ იმ  9 წლის უსამართლობის შემოქმედი იყო. ხოლო როდესაც ვიღაცის ბიზნესის ტერორებზე საუბრობს,  თუნდაც ქალბატონი თურნავა იყო ისეთი კომპანიის დირექტორი, რომელმაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანია დააზარალა და დაატერორა, ასე რომ ეს ხალხი როცა ზურგს გიმაგრებს იმ წარსულზე ნამდვილად არ უნდა ილაპარაკო.

არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლარი ისეთივეა როგორც 9 და 10 წლის წინ. ბევრად დასუსტებულია და შესაბამისად  ის გაორმაგებული თანხები, არაფერ სიკეთეს არ იძლევა.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved