• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ამას პირველად ვიტყვი და დიდი რისხვა წამოვა ჩემზე” – მაია ასათიანის აღიარება

ალია ავტორი - ალია
01:00 10-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტში” მაია ასათიანი საუბრობს შვილის გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე:

„დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა – ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს.

მივხვდი, დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე… მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და თმების შესაღებად მეგობარმა და პროდიუსერმა წამიყვანა. მან სალონი დახურა, რათა არამკითხე ადამიანებს არ ვენახე…

ამის შემდეგ, დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და სავსე სახე ნახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო.

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, შავი თმით… მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე. მაიას შვილი სადღაც ჰყავს… ყურადღება გარეგნობაზე გადავიტანე. სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე ვიყოთ ლამაზები.”

https://www.facebook.com/rustavi2/videos/819547838849972/
თეგები: მაია ასათიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved