• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოვიდა ლია ექიმი და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში… მორჩა!“

ალია ავტორი - ალია
18:40 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც მეუღლესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუის დიაგნოზით ბოჭორიშვილში 20 დღე იმყოფებოდა, საავადმყოფოდან გაწერეს:

„და ეს დღეც დადგა. ბოლო პოსტი. მოვდივართ.
ერთმა მაჯახა ძალიან გულწრფელად: 20 დღეა მანდ ხარ და კი დაამარცხებდი ოდესმე ამ ვირუსს, ეგ რანაირი დამარცხება გამოვიდაო. კი, გრძელი და დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხებული ვირუსია ეს. თითქოს განზრახ შემეყარა ასე მწვავედ, ამ “გაუთავებლად მპოსტავ ქალს” რომ ეჩვენებინა სხვებისთვის თავისი ძალა, შესაძლებლობები, როგორი ვერაგია და როგორი არაპროგნოზირებადი. ლევანი? ამ წინასაარჩევნო ორომტრიალში აქ რომ აღმოჩნდა აქ, ეს ხომ უბრალოდ ირონიაა.
აბა ვირუსი როდისაა დროული? მაგრამ ჩემი იმუნიტეტითვის (რომელმაც ვერ მოასწრო გაძლიერება მშობიარობის შემდეგ) მთლად უდროო აღმოჩნდა. ეტყობა ამიტომაც შემარჩია. დიდებული პრეზენტაცია ქონდა:) უნდა ეჩვენებინა თუ როგორ შეუძლია დაარტყას დასუსტებულ იმუნიტეტს, მოაშოროს 4 ბავშვის დედა შვილებს 20 დღით; მერე გეგმები აუწეწოს ახალ სამსახურში; წამოახტუნოს ეთერიდან, განაცდევინოს თუ რა მწარეა სხვების ტესტის პასუხს რომ ელოდები (!), გამოატაროს უკიდეგანო უხერხულობა, გამოაცალოს სრულიად ენერგია და გახვიოს შემაწუხებელი ხველის, უჰაერობის, სიცხის, ანთების და სხვადასხვა სიმპტომების ალში; ბოლოსდაბოლოს, გამოკეტოს პატარა ოთახში, ამ პატარა პალატაში უსასრულოდ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წავიდეს:)

და რადგან მოგვადგა ჩვენც ხომ უნდა გვეჩვენებინა რა შეგვიძლია? ჰოდა, დავიწყეთ ჭიდაობა კორონასთან. მოვყევი მასთან ბრძოლის ამბავი. როგორი სიმპტომებია, მკურნალობა, შეგრძნებები, ფსიქოლოგიური ფაქტორები. რა არის მითი. და რა მართალი. როგორი წინააღმდეგობა უნდა, რა ძალა და რა ენერგია სჭირდება რომ მოერიო. ყველაფერი ვთქვი. ყველაფერი გაგიზიარეთ. ჰოდა, დავამარცხეთ. და განა ეს არ ნიშნავს, რომ დაამარცხებენ სხვებიც? ცხადია, მაგას ნიშნავს.

სიტყვებს აქვთ დიდი ძალა. ცრურწმენა არაა ეს. ჩვეულებრივი ამბავია. სიტყვას შეუძლია გადაგარჩინოს, ან მოგკლას. იმედი შეგმატოს, ან პირიქით სულ დაგიკრგოს ხალისი. ჰოდა, თქვენ რაც ჩვენ სიტყვებით “გვიმკურნალეთ”, როგორც თქვენ ჩვენ სული გვიბერეთ ამ დაზიანებულ ფილტვებზე ეს არსად დაიკარგება. და სულ იქნება ჩვენში ეს ჯადოსნური სიტყვები. და დაგვეხმარება ვაკეთოთ რაღაც საქმეები, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სადღაც მაინც მნიშვნელოვანი. დიახაც, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი სიტყვები გვეხმარება ადამიანებს ვიგრძნოთ თავი სასარგებლოდ. განა პატარა ამბავია ეს? ისევ ადამიანი თუ აგრძნობინებს მეორე ადამინს თუ როგორი საჭირო და განსაკუთრებულია. რომ ტყუილად არავინ იბადება, და ტყუილად არავის არაფერი შეემთხვევა და ტყუილად არაფერი არ ხდება. რომ ყველას რაღაც მისია აქვს:)

მოვიდა ახლა ლია ექიმი, ეპიდემიისგან უკვე ძალიან დაღლილი და დაქანცული, მაგრამ მაინც ჩვენი გულშემატკივრობის თავი რომ აქვს – ისეთი. შემოგვხედა, ამოისუნთქა და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში. მორჩა.

და ძალიან ტკბილი სიტყვები იყო ეს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved