• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეცნიერების აპოკალიფსი – პრაქტიკულად უიმედო ვითარებაა”

ალია ავტორი - ალია
00:26 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმ-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში, წერს:

მეცნიერების აპოკალიფსი

ამერიკის CDC-მ რამოდენიმე დღის წინ თავის ვებსაიტზე შეცვალა ინფორმაცია კოვიდის გადაცემის გზებზე და აირწვეთოვანი გზის გარდა დაასახელა ჰაერით გადაცემა (რაც ნიშნავდა რომ გადაცემა ხდებოდა გაცილებით დიდ მანძილებზე და გადაცემისაგან დაცვის თვალსაზრისით აუცილებელი იქნებოდა N95 ნიღაბი ქირურგიულის ნაცვლად). დღეს დილით ეს რეკომენდაციები მოხსნა, რის მიზეზად დასახელდა კლერკის შეცდომა. ასე რომ გადაცემა კვლავ აირწვეთოვნად გრძელდება, სანამ მორიგი რიგითი თანამშრომელი რაიმე ახალ შეცდომას არ დაუშვებს. პრინციპში მე სწორედ ძირითად გადაცემის გზად აირწვეთოვანი გზა მიმაჩნია, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ წამდაუწუმ ცვლილებებმა CDC-ს ვებსაიტზე უკვე სისტემატიური და არასერიოზული ხასიათი მიიღო (მაგალითად წამდაუწუმ იცვლება ტესტირების ჩვენება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ა.შ.)

სამწუხაროდ კოვიდის თემა უკიდურესად პოლიტიზირებულია მთელ მსოფლიოში, რაც ძალზე დამაბნეველია საზოგადოებისათვის. გარდა უხარისხო, დაბალი სამეცნიერო ღირებულებების და ზოგჯერ პირდაპირ გაყალბებული სტატიებისა (მაგალითად Surgisphere-თან დაკავშირებული NEJM და Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიების ისტორიაც საკმარისია) , რომლებიც წამყვან სამედიცინი ჟურნალებში იბეჭდება, ძალზე დიდია პოლიტიკური შემადგენელი კოვიდის ირგვლივ არსებულ სამეცნიერო კვლევებში და მათ ინტერპრეტაციებში. ვინც დეტალურად არ ადევნებს აშშ-ში მიმდინარე უმძაფრეს პოლიტიკურ დაპირისპირებას, შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩეს ეს საკითხი. სამეცნიერო წრეების და კიდევ უფრო, საინფორმაციო საშუალებების მიერ პირდაპირ იდეოლოგიურ იარაღად გამოიყენება კოვიდი პარტიულ და იდეოლოგიურ ბრძოლაში. საქართველოს ვითარებას აღარც შევეხები, აქ ეს საკითხი საერთოდ სრულად პროფანირებული და ოდიოზური ფორმებით ვლინდება.

თუ ადამიანს არ აქვს ინფექციურ დარგში ან ეპიდემიოლოგიაში სპეციფიური განათლება, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაციული ცუნამიდან საღი აზრის გამოტანა. ღიმილის მომგვრელია, როდესაც რაიმე პოზიციის დასადასტურებლად ფეისბუკზე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და თავიანთ პოზიციას იცავენ პოლიტიკურად ანგაჟირებული, უცხოური არასამეცნიერო პრესის თუ ინტერნეტგამოცემების ფურცლებზე არსებული სტატიებით. ერთმანეთს უფრიალებენ Washington Post-ის, New York Times-ის, CNN-ის, Fox News-ის, MSNBC-ის და სხვა ინტერნეტგვერდებს. და ამ „საიმედო წყაროებიდან“ მიღებული ინფორმაციით ასკვნიან დასუსტდა თუ არა ვირუსი, ეფექტურია თუ არა კონკრეტული პრეპარატი, იქნება თუ არა ვაქცინა ეფექტური, არის თუ არა პოპულაციური იმუნიტეტი მიღწევადი და რაციონალური გზა ეპიდემიასთან გამკლავების და ა.შ.

პრაქტიკულად უიმედო ვითარებაა, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არავითარ სამეცნიერო ინფორმაციას და მტკიცებულებას არ ეფუძნება. საგნობრივი დებატები და სამეცნიერო კრიტიკული ანალიზი უგულებელსყოფილია, და ჩანაცვლებულია დეზინფორმაციით პირადი თუ პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით. მსჯელობა, ჯანსაღი კამათი, ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება აზრს კარგავს ხშირად, რადგან „მსმენელმა“ BBC-ის ვებსაიტიდან უკვე „ყველაფერი იცის“ რასაც არ ეთანხმება მეორე, რომელმაც Fox News-იდან სრულიად საწინააღმდეგო “მეცნიერულად დადასტურებული” ინფორმაცია მოისმინა…”

თეგები: ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved