• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ იმალებით – “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

ალია ავტორი - ალია
17:43 09-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. 
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები სხვადასხვა პარტიას შორის, თუმცა მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას არ იღებს და ივანიშვილი მხოლოდ  ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიმართავს მოსახლოებას.

ხაზარაძის განცხადებით, თუ “ქართულ ოცნებას“ ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს “ქართულ ოცნებას” უტოვებს. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით“ შეგვიძლია ავირიდოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

ბრიფინგის მსვლელობისას ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ლარი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ამ კრიზისის სამართავად კი მმართველ გუნდს ძალა არ შესწევს. 

„ლარი უფასურდება, ხალხი კარგავს შემოსავალს, ბიზნესი გაჩერებულია და არავის აქვს ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მმართველი გუნდი საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს. უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის, რა ქნას, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ ხედვა და იმალებიან. იმალებიან იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები მწვავე კითხვებზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ეკონომიკური ჩიხიდან – დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის!
ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.
ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს.


დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისედაც დრამატულად შეუმცირდა შემოსავლები. 
არჩევნების პერიოდი რისკებს ზრდის. იმისთვის, რომ არ მივიღოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას – ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის შესაბამისი გარანტიით უზრუნველყოფილი  სესხების გადავადება და რეფინანსირების საკითხი.
ქართული ოცნება არც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.


ჩვენ თვეების წინ ვთავაზობდით ხელისუფლებას კოვიდის მეტად გავრცელების პირობებში პანდემიის მართვის გზებს, რათა ეკონომიკური პრობლემების გარდა, სერიოზული სირთულეები არ შექმნილიყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ გამოწვევებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved