• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საავადმყოფოებში სრული ქაოსია – კოვიდდადასტურებულ, საკარანტინე და სხვა ავადობის მქონე პაციენტებს ერთ სივრცეში ათავსსებენ” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:25 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კატასტროფულად აფასებს და მიაჩნია, რომ   მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მისივე თქმით, მდგომარეობა უარესდება  და სრული ქაოსია საავადმყოფოებსა და საკარინტინე სივრცეში.   ამ ფონზე, მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი ქაოსური მდგომარეობის დასაძალევად.

„კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროთ, დღითიდღე იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ  მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადოდ მომზადებულიყო ეპიდემიის მორიგი ტალღისთვის, ჩვენ დღეს ვხედავთ სრულ ქაოსსა და უმოქმედობას. ჩვენ გამოგივგზავნეს კადრები საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოდან, პალატების გადავსების გამო, პაციენტებსკორიდორში და ჰოლში აწვენენ. კოვიდდადასტურებული პაციენტებს, ასევე, საკარანტინე პაციენტებს და პასუხის მომლოდინე პაციენტებს ერთ სივრცეში ათავსებენ. ამასთან, მკურნალობის არანაირი პირობა არ არის და ქაოტურადაა გადანაწილებული პაცინეტები. ეს ხდება ახლა, საწყის ეტაპზე, მაშინ როცა, მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ, წინს გველის. როგორც ირკვევა რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში უკვე ადგილები არ გვაქვს და ქაოტურ მდგომარეობაში ვვარდებით. გსმენიათ რაიმე ინფექციების, შიდა ინფექციების კონტროლზე ან პაციენტთა ნაკადის მართვის შესახებ? როგორ შეიძლება ერთ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის  ინფექციური, კოვიდ 19-ით ინფიცირებული, არაინფექციური პაციენტი ერთად მოვათავსოთ? ეს ხომ ეპიდაფეთქების ახალ წყაროს შექმნის, სხვა არაფერი მომხდარა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში საწყის ეტაპზე, როდესაც კლინიკებში გავრცელდა აღნიშნული ვირუსი, რამაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. ამ ფონზე პრემიერი გახარია გამოდის და ამაყობს რომ საქარტველო მწავენ ზონაშია. მე მას ვეკითხები რას აკეთებდით მარტიდან მოყოლობეული და რატომ არ შევხდით მეორე ტალღას მომზადებული. პაციენტებს შესასვლელებში და კორიდორებში ათავსებენ, ეს არის უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურურობა და დანაშაული. შვიდი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვითხოვდით, რომ წარმოგვიდგინეთ სამოქმედო გეგმა, მოუსმინეთ სხვა სპეციალისტებს და თქვენ არაფერი არ შეისმინეთ. აღარაფერს ვამბობ აჭარის რეგიონზე, სადაც სრული კატასტროფა და ქაოსი ხდება.

ხელისფლებას ვთავაზობთ, რომ  რეალურად დავთვალოთ რა რესურსი გვაქვს, როგორ ხდება ამის მობილიზება, სად რას ვანაწილებთ და სამედიცინო პერსონალს როგორ ვატრენინგებთ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ  გეგმა კი არ დავდოთ, თუ როგორ ვიმოქმედებთ 2021 წელს, არამედ ეს უნდა იყოს ყოველდღიური გეგმა, რომელიც უნდა მიცავდეს რას ვაკეთებთ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პუნქტებთან დაკავშირებით, სად და როგორ ვათავსებთ პაციენტებს, რათა არ მოხდეს ინფექციურის და არაინფექციური პაციენტების ერთმანეთში აღრევა, ამის დალაგება მენეჯმენტურად შესაძლებელია და მთავრობისგან მოვითხოვთ ეს გააკეთოს და თუ ამას ვერ აკეთებენ დავეხმარებით, ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთმანეთის მტრები არ ვართ. მაგრამ დღეს მათ არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც გვეკითხებიან სამწუხაროდ არაფერს. შედეგი კი იქნება კატასტროფული,  “ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved