• რეკლამა
  • კონტაქტი
08:34, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვეში 30 ლარი ერთ ბავშვზე – საქართველოში 83 065 მოზარდს „კვების ბარათზე“ 30 ლარს ურიცხავენ

ალია ავტორი - ალია
18:52 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ბავშვის კვების ბარათით”, რომელზეც თვეში ერთხელ 30 ლარი ირიცხება, შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა. მოზარდებს ბარათით სარგებლობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

საქართველოში 83 065 მოზარდი „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“, 20 ლარი კი ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება.

როგორც მასალიდან ვარკვევთ, „ბავშვის კვების ბარათით”, რომელზეც თვეში ერთხელ 30 ლარი ირიცხება, შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა. მოზარდებს ბარათით სარგებლობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

გარდა ბარათით მოსარგებლე 16 წლამდე მოზარდებისა, 50-ლარიანი შემწეობით სარგებლობს კიდევ 56911 მოზარდი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით 139,976 მოზარდი სარგებლობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევის“ მონაცემებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ.

უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ბავშვების 6.8%, რაც რიცხობრივად დაახლოებით 49.8 ათასი ბავშვია. ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 11.2% ფულად დახმარებას იღებს, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით მაღალია.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved