• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” გეგმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

ალია ავტორი - ალია
14:06 09-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა  გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელსაც ,,ლელოს” “მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის” გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის ახალგაზრდობის პრობლემებსა და  მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

“მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი,როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი “ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა. 

“უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა. 

იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას.  ჩვენ შემოვიღებთ  ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ  უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული  განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის – ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ მიმართა. გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

“უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური  და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ,,ლელო” დადებს თავისი გამარჯვების ლელოს,”- განაცხადა ლანა გალდავამ.

თეგები: ლანა გალდავალელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved