• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინისტრმა უკან დააბრუნა “შეჭმული” საწოლების ნაწილი და ახლა “ალიას” კითხვაა – ქალბატონო მინისტრო, ვინ “შეჭამა” 840 საწოლი?

ალია ავტორი - ალია
20:41 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. 

შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. 

“დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართული იყო 12 კლინიკა, თუმცა კლინიკების სია ფართოვდება და კოვიდის შემთხვევების მართვაში მონაწილეობას 31 კლინიკა მიიღებს. დღეის მდგომარეობით უკვე მობილიზებულია 2400- მდე საწოლი, საწოლების რაოდენობა სრულად შესაძლოა გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება. მთავრობის დადგენილებით, ეპიდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე 3200 კოვიდ საწოლის მობილიზებაა განსაზღვრული” 

შეგახსენებთ, დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და თქვა რომ უკვე ჩართული 20-ზე მეტი კლინიკა და უკვე მობილიზებულია 2400 საწოლი. მან ასევე თქვა, რომ ხელისუფლებამ ეს დრო, 5-6 თვე სწორედ აი, ამ საწოლფონდის გასაზრდელად გამოიყენა.

თუმცა, მარტში (14 მარტს) ხელისუფლება გვიმტკიცებდა რომ მას მობილიზებული აქვს 4040 საწოლი, როგორ გაზარდა 4040 საწოლი 2400 საწოლამდე მარტიდან სექტემბრამდე, რა თქმა უნდა, სასწაულია…

ფსონი იზრდება, “ალიას” წერილის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაზარდა საწოლფონდი და მარტში რომ 4040 საწოლი მქონდა მობილიზებული, იმას გავზრდი 3200-მდეო, დაგვპირდა.

დაგვპირდა და გაზრდის, აუცილებლად გაზრდის 4040 საწოლს 3200 საწოლამდე, აგერ თქვენ და აგერ ჩვენ.

ასე ხდება ქვეყანაში, როცა კარგი მინისტრი გყავს, ასე სასწაულებრივად იზრდება საწოლფონდები.

დღეს ვიკითხეთ ვინ შეჭამა 1640 საწოლი, მაგრამ მას შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა უკან დააბრუნა “შეჭმული” საწოლების ნაწილი და ახლა კითხვა იცვლება, ამჯერად “ალიას” კითხვაა – ქალბატონო მინისტრო, ვინ შეჭამა 840 საწოლი?

მართალია, მინისტრი ამბობს, უსიმპტომო პაციენტებს სასტუმროებში ვუმკურნალებო, მაგრამ აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ სინამდვილეში უსიმპტომო პაციენტებს არ მკურნალობენ, აკვირდებიან, ამიტომ, თუ სასტუმროში ერთ ღამეში გადახდილი თანხა, კლინიკისთვის ერთ ღამეში გადახდილი თანხის ტოლფასია, არაფერიც მოხდება, გადაიყვანეთ სასტუმროებში და იქ დააკვირდით, მაგრამ სამედიცინო პერსონალს როგორ გაანაწილებთ კლინიკებსა და სასტუმროებს შორის, უცნობია და გარდა ამისა, მეეჭვება სასტუმრო კლინიკის საფასურად იპოვნოთ.

შეგახსენებთ ამასობაში, რომ ქვეყნის პირველ კლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ისევ ჩადის, სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო “ავერსთან” შუამავლობა ეკისრა და შენობა გადაეხურა, ვერც დაპირებული ახალი შენობა მისცა კლინიკას!

ალია

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved